პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოსთვის კანდიდატების წარდგენაზე უარი თქვა, ისინი მოსმენაზე არ მივიდნენ, მაგრამ პარლამენტმა მაინც აირჩია
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდებოდა აქამდე: 14 სექტემბერს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი წარუდგინა.
- ამის შემდეგ აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა ჯერ სანქციებით გათვალისწინებული წესი აამოქმედა, შემდეგ კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა, რითიც ფარცხალაძეს ანაგარიშებზე წვდომა აღუდგა.
- ამ მოვლენებს გუშინ, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკის 3 ვიცეპრეზიდენტის და ნათია თურნავას მრჩეველის გადადგომა მოჰყვა.
- სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ თავად თურნავაც უნდა გადადგეს.
რა მოხდა დღეს: 21 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა ისინი არ გამოცხადდნენ.
- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტი უარს აცხადებს, კანდიდატების წარდგენაზე.
- "პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, ამ ვითარებაში წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატები, შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილნი. აღნიშნულ მდგომარეობაში, სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, ჩვენ უარს ვაცხადებთ კანდიდატურების წარმოდგენაზე", — აღნიშნა მან.
- ამავე სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ კანდიდატები უკვე წარდგენილი იყვნენ და მათი უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს.
- "პრეზიდენტმა თავისი ურჩობით წარმოადგინა 2 კანდიდატი, რომელიც არ იყო კონსულტაციის შედეგად შერჩეული, თქვენ აპრიორი იცით, რომ პარლამენტის კომიტეტის უმრავლესობა მხარს არ დაუჭერდა და ამიტომ, რომ არ შერცხვეთ, უკან გაწვევის მექანიზმები აამუშავეთ", — განაცხადა ზარქუამ.
- სხდომის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ პრეზიდენტი კანდიდატებს უკან გაწვევის მექანიზმი არ აქვს, მაგრამ წარმოუდგენელი იქნებოდა მხარი დაეჭირათ იმ ხალხისთვის, რომლებიც სხდომაზე არ მივიდნენ.
- შესაბამისად, კომიტეტმა მათზე უარყოფითი დასკვნა გაგზავნა.
ამის მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.
- ნანა ყეინიშვილის არჩევას 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა;
- ხოლო თეიმურაზ ხომერიკს 82-მა დაუჭირა მარი მოწინააღმდეგე — 0.
- კობახიძის განმარტებით, კომიტეტის სხდომის შემდეგ უმრავლესობა შეიკრიბა და გადაწყვიტა, ორივე წევრი აერჩიათ.
- მისივე მტკიცებით, გუშინ ეს კანდიდატები პრეზიდენტთან დაიბარეს და მოსთხოვეს განცხადების დაწერა უართან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკში 4 წევრია დარჩენილი, რადგან 3 ვიცეპრეზიდენტი წამოვიდა.
- 1 თავად ნათია თურნავაა, ხოლო დანარჩენი 3 — ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და რობერტ სინგლეტარი.
- 2 ახალი წევრის არჩევით, მათი რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, თუმცა უცნობია, რას იტყვიან თავად პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატები, რომლებმაც მოსმენაზე მისვლაზეც კი უარი თქვეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები