აზერბაიჯანი სომხური ჯარების გაყვანას და ყარაბაღის მთავრობის დაშლას ითხოვს — ბოლო სიახლეები სტეფანაკერტიდან
ფოტო: Armenpress
რა ხდება: აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს მძიმე არტილერიით ბომბავს. სტეფანაკერტში აფეთქებების ხმა ისმის.
- ბაქო ამტკიცებს, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაციაა, რომლის სამიზნე არ არის სამოქალაქო დასახლებები ან ინფრასტრუქტურა და მხოლოდ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებს ესვრიან.
- თუმცა ყარაბაღის ოფიციალური პირები ამ თავდასხმას გენოციდად აფასებენ და აცხადებენ, რომ სამოქალაქო დასახლებებიც იბომბება.
- ამ ეტაპზე დაშავებულები მოქალაქეების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ 19 სექტემბერს, აჰმედბეილი-ფიზული-შუშას გზატკეცილზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების დაყენებული ნაღმის აფეთქების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ; ხოლო მეორე ნაღმზე აფეთქების შედეგად მათი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა.
- მათ თქმით, ამიტომ, სამმხრივი დეკლარაციის დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების მათი ტერიტორიებიდან გასაყვანად, ასევე, აზერბაიჯანის კონსტიტუციური სისტემის აღსადგენად, რეგიონში ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყეს.
-
გარდა ამისა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთადერთი გზა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეთნიკური სომეხი ჯარების სრული გაყვანა და სტეფანაკერტში მთავრობის დაშლაა.
- როგორც OC Media წერს, ამ ოპერაციას ოპოზიციაში მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც — აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ყარაბაღის მესამე ომის თავიდან ასაცილებლად.
- თუმცა, მუსავატის პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "აზერბაიჯანის სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებაა განახორციელოს აუცილებელი ზომები კონსტიტუციითა და კანონებით, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით".
სომხეთი თავიდან ოფიციალური განცხადებებისგან თავს იკავებდა. თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ის თქვა, რომ 14:00 საათისთვის საზღვარზე სიტუაცია სტაბილური იყო.
- მაგრამ მოგვიანებით, მათ საპასუხო განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის ოფიციალურ შეტყობინებებსა და მედიაში კვლავ ჩნდება ყალბი მტკიცება იმის შესახებ, თითქოს მთიან ყარაბაღში სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფები, სამხედრო ტექნიკა და პერსონალია.
- "არაერთხელ და ახლაც ვაცხადებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში", — აღნიშნეს მათ.
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა 13:00 საათზე შეტევა მოაწყვეს მთელი კონტაქტის ხაზზე.
- "ეს არის გენოციდი, მეტი არაფერი. შუამავლები კი გვპირდებიან უფლებებს და უსაფრთხოებას აზერბაიჯანის ფარგლებში", — განაცხადა ყარაბაღის ომბუდსმენმა გეგამ სტეპანიანმა.
საერთაშორისო საზოგადოება მომხდარს უკვე გამოეხმაურა.
- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი წერს, რომ სამწუხაროა ცნობები ნაღმების აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელების დაღუპვის შესახებ, თუმცა, მიმდინარე სამხედრო ქმედება მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოუწოდა აზერბაიჯანს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, რათა დაუშვას "ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის".
- თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა.
რუსეთი, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონლიქტში მომლაპარაკებელი მხარე იყო, მოუწოდებს მათ შეწყვიტონ სისხლისღვრა ყარაბაღში და დაუბრუნდნენ დიპლომატიურ გზას.
- აზერბაიჯანმა პირველივე განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობას წინასწარ აცნობეს.
- სომხური გამოცემა Armenpress პრემიერმინისტრის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ "ანტიტერორისტული ღონისძიებების საფარქვეშ" რუსეთმა სომხეთს აზერბაიჯანის თავდასმხის შესახებ არ აცნობა.
ბოლო სიახლეები: აზერბაიჯანმა ყარაბაღის მოსახლეობას შეტყობინებები დაუგზავნა, სადაც მითითებულია, რომ ევაკუაციისთვის ლაჩინის დერეფანი გამოიყენონ.
- "ქალები, ბავშვები, მოხუცები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და პაციენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით, უზრუნველყოფილნი იქნებიან სასმელი წყლით და საკვებით", — განაცხადა ბაქომ.
- ყარაბაღის ხელისუფლება კი არცახის მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ თავშესაფრებში და თავი შეიკავონ ინტერნეტში ვიდეოსა და ფოტოების გამოქვეყნებისგან.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები