სალომე ზურაბიშვილი

18 Sep. 2023, 19:52

ჩვენ როცა ვართ მისული ევროპის კართან, ერთგვარად, ვიცით ყველამ, რამდენად გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის როცა ჩვენ მოგვენიჭება [კანდიდატის სტატუსი]. მაგრამ თავისით არ მოდის ცხოვრებაში არაფერი და ეს მთავარი გზა, რაც დღეს არის გასავლელი არის ჩვენი, თქვენი, ერთად გასავლელი, ქვეყნის მიერ გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ნაბიჯი, გადადგმული შიგნით ქვეყანაში თუ გარეთ, ყველას, თავისი საშუალებებით, რაც გვაქვს, იმ სფეროში, რომელშიც ვმოღვაწეობთ. ყველას აქვს თავისი როლი. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი. 

მე ვიქნები თქვენთან. მე ვიქნები ყველგან, სადაც შემიძლია და ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს, მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ვიქნები, ბელგიაში, როგორც ერთ-ერთი ძველი, უძველესი ევროპული ქვეყანა. 

ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია, რომ გააკეთოს. ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, რომ სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარი არის, რომ ჩვენ, ყველას, ქვეყანას, საზოგადოებას უნდა ეს ევროპული მომავალი. სხვა მომავალი არ გვაქვს. სხვა მომავალი არ შეიძლება იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს. მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არავინ არ დაგვაჯეროს, რომ რაღაცა შეუძლებელი არის. ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამას ვერავინ ვერ დაგვაკარგინებს. ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…