ირაკლი ღარიბაშვილი

8 Sep. 2023, 13:34

მინდა, კიდევ ერთხელ იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენ არასდროს არ მოგვითხოვია იმაზე მეტი, რასაც ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. 

შარშან, როცა მიიღო სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად, მე ასე ვიტყოდი, მე ამას ვეძახი ბონუსს, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობა, სიტუაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ ვედრებით, მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება. ახლაც მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და მოლდოვის მიმართ, მაგრამ მათ მიეცათ ავანსად სტატუსი და უთხრეს, რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები. ჩვენ შემთხვევაში იყო პირიქით, ჩვენ გვითხრეს, რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და მერე მოგცემთ ამ ავანსს თუ სტატუსს. 

რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო საკმაოდ სამწუხარო. ვფიქრობთ, ეს იყო უსამართლო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…