5 სერვისი, რომელსაც "ვუვლი" შენ და შენს მანქანას გთავაზობთ
მანქანა უამრავი ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც სამსახურში სიარული, ქალაქგარეთ გასვლა, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მონახულება ძალიან გაგვიჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად უვლი ავტომობილს, ბუნებრივი ცვეთისა თუ მოულოდნელი სიტუაციების გამო ზოგჯერ პროფესიონალის დახმარებაც გჭირდება.
ავტომობილთან დაკავშირებული სერვისების მიღება ხშირად ნერვებისა და დროის ფლანგვასთან ასოცირდება. სწორედ ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად არსებობს ციფრული პლატფორმა ვუვლი, რომელიც ავტომობილის გაუმართაობის აღმოფხვრისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა სერვისს აერთიანებს. ვუვლის ავტოექსპერტი პრობლემას ადგილზევე მოაგვარებს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მანქანას შესაბამის სერვისცენტრში გადაიყვანს და მოგვიანებით სრულიად გამართულს ან შეკეთებულს დაგიბრუნებს.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 სერვისს, რომელიც ყველა ავტომფლობელს სჭირდება და ვუვლი მას შენ ნაცვლად გააკეთებს — შენ კი დროს სხვა საქმეებს მოახმარ:
1. გზაზე დახმარების სერვისი
ფოტო: Giphy
ავტომობილთან დაკავშირებული პრობლემები სასიამოვნო არასდროსაა, მაგრამ ნებისმიერი უსიამოვნება უფრო მწვავედ გვეჩვენება, როცა ის გზაში ყოფნისას მოულოდნელად გვემართება. სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის აქვს ვუვლის გზაზე დახმარების სერვისი, რომელიც საწვავის ადგილზე მიწოდებას, საბურავის დაბერვას ან შეცვლას, ავტომობილის ელექტრომაერთებელი კაბელით დაქოქვას, ჩაკეტილი კარის გაღებას, კომპიუტერულ დიაგნოსტიკასა და სხვა სერვისებს ითვალისწინებს. თუ გზაზე დახმარების სერვისი დაგჭირდა, ადგილზე სრულად აღჭურვილი მობილური ჯგუფი — სერვის ვენი მოვა. შესაძლოა, ინციდენტების თავიდან აცილება ვერ შეძლო, მაგრამ ვუვლისთან ერთად მათთან გამკლავებას აუცილებლად მოახერხებ.
2. დიაგნოსტიკა
ფოტო: Giphy
უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის აუცილებელია, დარწმუნებული იყო, რომ შენს მანქანას ყველაფერი წესრიგში აქვს. ამისათვის შეგიძლია დიაგნოსტიკის სერვისით ისარგებლო, რომელიც ადგილზე მომსახურებასთან ერთად პრობლემის აღმოჩენის შემდეგ მისი აღმოფხვრისთვის აუცილებელი ნაბიჯებისა და ღონისძიებების დაგეგმვასა და უზრუნველყოფას გულისხმობს.
3. ზეთის შეცვლა
ფოტო: Giphy
იმისათვის, რომ მანქანით უსაფრთხოდ და კომფორტულად იარო, აუცილებელია დარწმუნებული იყო, რომ ავტომობილი გამართულად მუშაობს. მაგალითად, ძრავის გამართულად ფუნქციონირებისთვის მანქანის ზეთის შეცვლა არ უნდა დაგავიწყდეს. ამ პასუხისმგებლობას შენ ნაცვლად ვუვლი აიღებს და ავტომობილის შესაბამის ცენტრში გადაყვანას უზრუნველყოფს.
4. მანქანის რეცხვა და ქიმწმენდა
ფოტო: Giphy
თუ გინდა, რომ შენი მანქანა გამართულადაც მუშაობდეს და მისი დანახვაც გიხაროდეს, სისუფთავეზე ზრუნვა აუცილებელია. თუ სახლის პირობებში ამის დრო ან შესაძლებლობა არ გაქვს, ვუვლის შენი დახმარება შეუძლია. ვუვლი რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურებას გთავაზობს. შესაბამის სერვისცენტრს ან შენ აირჩევ, ან მას ავტოექსპერტი გირჩევს. ვუვლი მანქანის სამრეცხაოში ან ქიმწმენდის სერვისცენტრში გადაყვანას უზრუნველყოფს, ცოტა ხანში კი გაწკრიალებულ და მოვლილ ავტომობილს ჩაიბარებ.
5. ავტოსაგზაო დაზიანებისას დახმარება
ფოტო: Giphy
იმ შემთხვევაში, თუ შენი მანქანა ავარიის დროს დაზიანდა და წარმოდგენა არ გაქვს, როგორ დაუბრუნო მას პირვანდელი სახე, ვუვლი დაგეხმარება. ვუვლის ეს სერვისი ავტომობილის შესაკეთებლად საჭირო ნაბიჯების იდენტიფიცირებასა და შესაბამის ცენტრში მის გადაყვანას უზრუნველყოფს. სერვისცენტრის არჩევა მძღოლს თავისი სურვილით ან ავტოექსპერტის რჩევით შეუძლია. ამასთანავე, შეგიძლია სამღებრო-სათუნუქე მომსახურებითაც ისარგებლო. ავტომობილის ჩაბარების შემდეგ ვუვლის წარმომადგენლები მანქანის მფლობელთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და ყველა ნაბიჯს გითანხმებენ. ვუვლი მანქანის შეკეთების პროცესს მეთვალყურეობს და საბოლოოდ შეკეთებულ მანქანას გაბარებს, რათა მგზავრობით ისევ ისიამოვნო!
თუ გინდა, მანქანით მგზავრობისას თავს მუდამ დაცულად და კომფორტულად გრძნობდე, ამაში ავტომომსახურების ქართული სერვისი ვუვლი დაგეხმარება. ვუვლი საშუალებას გაძლევს, საჭიროების შემთხვევაში ავტოექსპერტი დისტანციურად გამოიძახო და მანქანის შეკეთებაზე ზრუნვაც მას გადააბარო. ეს ციფრული პლატფორმა შენი მანქანის ყველა საჭიროებას ერთ სივრცეში უყრის თავს და სწრაფ, ხარისხიან და სანდო მომსახურებას გთავაზობს.
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
კომენტარები