გაყიდვების 85%-იანი ზრდა და ამბიციური პროექტები — ვოლვო ქარ კავკასიამ წლის პირველი ნახევარი წარმატებით დაასრულა
ფოტო: თეგეტა
2023 წელს, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის, ვოლვო ქარ კავკასიის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიამ, რომელიც ოთხ ქვეყანაში ოპერირებს, პირველი ექვსი თვე წარმატებით დახურა და საერთო ჯამში, ოთხივე სადილეროში ერთად, 85%-იანი ზრდა აჩვენა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოშია და ის 139%-ს შეადგენს. 129%-ია აზერბაიჯანში, 53% — სომხეთში და 17% — უზბეკეთში. მიმდინარე წლის ეს მონაცემები, რომლებიც იანვრიდან ივლისამდე პერიოდს მოიცავს, გასული სრული წლის მაჩვენებლებს აჭარბებს.
ფოტო: თეგეტა
"ორი ახალი შოურუმის ინტენსიური მშენებლობა და ახალი პარტნიორები აზერბაიჯანში წლევანდელი წლის მნიშვნელოვანი მოვლენებია. მოხარულები ვართ, რომ ვოლვო ქარ კავკასიის ბაქოს სადილეროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს წარმატებულ გაყიდვებში. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გამოვყოფდი უზბეკეთს, სადაც ავტომობილებზე შემცირებული გადასახადების გათვალისწინებით, უსაფრთხოებით გამორჩეულ ვოლვოზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
გაყიდვებს კიდევ უფრო ამარტივებს ჩვენი ციფრული მაღაზიები, რომლებიც რეგიონის ოთხივე ქვეყანაში ფუნქციონირებს. შედეგად მომხმარებელს ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ავტომობილის 360 გრადუსით დათვალიერება და შეძენა მისთვის მოსახერხებელი გარემოდან შეუძლია. ცხადია, ავტომობილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ე.წ touch&feel და, რა თქმა უნდა, ამ გამოცდილების მიღება დაბრკოლებების გარეშეა შესაძლებელი, ტესტდრაივზე წინასწარ ჩაწერით", — აღნიშნავს რუსუდან გრძელიძე, ვოლვო ქარ კავკასიის კომერციული დირექტორი.
ვოლვოს სამოდელო რიგში გაყიდვების ლიდერია საოჯახო SUV XC90 — შვიდადგილიანი კროსოვერი. მეორე ადგილს ინაწილებენ XC60 და XC40, რომლებიც საშუალო ზომის SUV-ებია. ვოლვოს მოდელების უმრავლესობას ორი ვერსია აქვს — შიგაწვის ძრავიანი და Plug-in ჰიბრიდი. მაგალითად, XC90 Plug-in ჰიბრიდს აქვს ორი ძრავა და როდესაც ელექტროძრავა სრულად დამუხტულია, მას 75 კმ-ამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ამის შემდეგ ავტომობილი შიგაწვის ძრავაზე გადაერთვება და გზას შეუფერხებლად განაგრძობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Plug-in ჰიბრიდები ეკომეგობრული მოდელებია სათადარიგო გეგმით.
ამასთანავე, ვოლვოს თითოეული მოდელი შვედური ბრენდისათვის დამახასიათებელი კომფორტით, უსაფრთხოების უმაღლესი ტექნოლოგიებითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვოლვოს ახალ მოდელებში უკვე Google-ის სისტემებია ჩაშენებული, რაც ავტომობილის ეკრანს, ფაქტობრივად, სმარტფონად აქცევს.
"ვოლვო ყოველწლიურად აუმჯობესებს თავისივე წარმოებული ავტომობილების შესაძლებლობებს. ფუნქციონალი უფრო მრავალფეროვანია, სალონში გამოყენებული მასალა კი — ეკომეგობრული. ამასთანავე, ვოლვოს მომხმარებლისათვის უკვე კარგად არის ცნობილი ბრენდის სტრატეგია, რომ 2030-ში მისი წარმოება სრულად ელექტრიფიცირებული იქნება. ამ მიზნის მისაღწევად შვედური ავტოგიგანტი, ელექტრომოდელების წარმოებასთან ერთად, ელექტრომობილების შესაძლებლობებსაც აფართოებს. კავკასიის რეგიონში ვოლვოს ელექტრომოდელებს, რა თქმა უნდა, ვოლვო ქარ კავკასია წარადგენს. წელს პირველად გვეყოლება SUV C40 და XC40 მოდელები. ვოლვო C40-ს სრულად დამუხტული ძრავით 550კმ-ამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო მისი აჩქარება (0-იდან 100კმ/სთ) 4.7 წმ-ია", — ამბობს რუსუდან გრძელიძე.
ვოლვო ქარ კავკასია ამბიციურ გეგმებს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაასრულებს და მომხმარებელს უახლეს ელექტრომოდელებს VRE (Volvo Retail Experience) სტანდარტის შოურუმებში წარუდგენს. მშენებლობა თბილისსა და ბაქოში მიმდინარეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებელს მომსახურების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ავტომობილის შერჩევის, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდება და მთლიანად მომხმარებლის მოთხოვნაზე იქნება მორგებული.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ კავკასია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის ვოლვოს ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ვოლვო ქარ კავკასია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ კავკასია უზრუნველყოფს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები