შალვა პაპუაშვილი

29 Jun. 2023, 17:10

მაგალითად, გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ პარლამენტთან ადამიანმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, ცოცხლად წვავდა მას. დღემდე ემპათიით საუბრობენ ამ მოვლენასთან დაკავშირებით, რითაც ახალისებენ ძალადობას. არაერთხელ მითქვამს, რომ ძალადობა იწვევს ძალადობას.

ზუსტად ვერბალური ძალადობით ხდება აგრესიის დაგროვება, შემდეგ ეს გადადის ფიზიკურ ძალადობაში. ჩვენ ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ და მოვუწოდებთ ყველას, ძალადობის წახალისება დამთავრდეს. არა მხოლოდ წახალისება, ძალადობის იდეის დაფინანსება ხდება. გირჩი – მეტი თავისუფლების შემთხვევაში ვნახეთ, სემინარებზე ძალადობრივ რევოლუციაზე არის საუბარი. მათ შორის, ევროპული და ამერიკული ფონდებით ფინანსდება, როგორ ხდება იარაღის აწყობა-დაშლა.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თუმცა 28 ივნისს მისი თანაგუნდელი, დიმიტრი სამხარაძე წერდა, რომ არათუ არ დაგმობს ძალადობას, არამედ წაახალისებს და ყველას მოუწოდებს, ხელისუფლების კრიტიკოსებს "საკადრისი პასუხი გასცენ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…