ირაკლი კობახიძე

27 Jun. 2023, 15:01

მინდა, ერთი რამე შეგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილს აქვს 3 მილიარდი დოლარი დახარჯული ქველმოქმედებაზე, 500-ზე მეტი მარტო ეკლესია-მონასტერი არის აღდგენილი, რეაბილიტირებული, უამრავი თეატრი, ა.შ. [...]

საქართველოში შეიქმნა უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს და ამ პარკზე წვდომა აქვს აბსოლუტურად ყველა ადამიანს. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, უნიკალური დენდროლოგიური პარკის სახით. ეს არის ტექნიკური საკითხი. მეორე, აქ სასპეკულაციო არაფერია, რა მნიშვნელობა აქვს შვილზე იქნება მეუღლეზე თუ როგორ. [...] უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეს ტექნიკური საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენონ. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის. ადამიანები არიან, რომლებსაც ერთი აგური არ დაუდიათ და მტრობის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის. ესენი გამოდიან და საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით ცდილობენ სპეკულაციას. [...]

არ გინდათ სპეკულაციები, უბრალოდ სირცხვილია, სამარცხვინოა. 3 000 დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის? 300 დოლარი დაგიხარჯავთ? არ დაგიხარჯავთ. [...] საკუთარი ქვეყნის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სირცხვილი.

ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბერა ივანიშვილმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დედას აჩუქა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…