თეგეტა მოტორსში MAN-ის ორიგინალ დეტალებზე 2-წლიანი გარანტია ამოქმედდა
ფოტო: თეგეტა
სატვირთო ავტომობილებს ყოველდღიურად ასობით კილომეტრის გავლა და ათეულობით ტონა ტვირთის გადატანა უწევთ. მსგავსი დატვირთვის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ მათი თითოეული ნაწილი ორიგინალი და მაღალი ხარისხის იყოს.
თეგეტა მოტორსი სატვირთო ავტომობილის მფლობელებს ახალ, გაუმჯობესებულ საგარანტიო პირობებს სთავაზობს. MAN-ის ორიგინალ დეტალებზე თეგეტა მოტორსის სერვისცენტრებში შესრულებული ნებისმიერი სარემონტო სამუშაოს დროს დაყენებულ ნაწილებზე 2-წლიანი გარანტია ვრცელდება.
საგარანტიო პირობები მარტივი და კომფორტულია: იმ შემთხვევაში, თუ თეგეტაში შეცვლილი MAN-ის ორიგინალი დეტალი 2 წლის განმავლობაში ექსპლუატაციისას დაზიანდა, მას კომპანია სრულიად უსასყიდლოდ ჩაგინაცვლებთ ახალი, ორიგინალი დეტალით.
"თეგეტამ, როგორც გერმანული ავტოგიგანტის ექსკლუზიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, MAN-ისგან მოიპოვა უფლება, რომ გაავრცელოს 2-წლიანი გარანტია ყველა იმ ორიგინალ დეტალზე, რომლებსაც მომხმარებელი სერვისცენტრებში შეცვლის. მოგეხსენებათ, რომ სატვირთო ავტომობილების ბიზნესში დრო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენი გუნდის ინტენსიური მუშაობის შედეგად მოვახერხეთ ამ უპირატესობის მოპოვება. დღეიდან MAN-ის ორიგინალ დეტალებზე გარანტია საქართველოს მასშტაბით თეგეტა მოტორსის ყველა სერვისცენტრში იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილის აგებულების თითოეული დეტალის ჩანაცვლებას საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, აუცილებელია, შეცვლის მომენტში გამოირიცხოს ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანება ან შესრულებული სამუშაოების სტანდარტთან შეუსაბამობა", — აღნიშნავს მიხეილ ვაშაკიძე, თეგეტა მოტორსის სატვირთო ავტომობილების მიმართულების დირექტორი.
თეგეტა მოტორსში მომხმარებელს MAN-ის ორიგინალი დეტალების გაზრდილი ასორტიმენტი დახვდება — სავალი ნაწილების, გაგრილების სისტემის, დაკიდების სისტემის, ძრავის, გადაბმულობისა და სამუხრუჭე სისტემის დეტალები. თუკი ფილიალში ვიზიტისას სასურველი ორიგინალი დეტალი არ იქნება მარაგში, თეგეტა მოტორსი უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს საჭირო დეტალის ტრანსპორტირებას გერმანიიდან.
MAN-ის ორიგინალ ბრენდზე არსებული გარანტია ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. თეგეტა მოტორსში სატვირთო ავტომობილების მიმართულებით საქართველოს მასშტაბით 16 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრალური ფილიალი კი მომხმარებლებს 2008 წლიდან ემსახურება და ყველაზე დიდი სერვისცენტრია რეგიონში. სატვირთოს მექანიკოსები წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, რათა შესრულებული სამუშაოების ხარისხი და სტანდარტი აბსოლუტურად აკმაყოფილებდეს MAN-ის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს.
შეგახსენებთ, რომ თეგეტა მოტორსის სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრმა 2022 წელს ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მიიღო და World Class Workshop 2022-ის გამარჯვებული გახდა.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები