საერთაშორისო პარტნიორები ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისთვის აქებენ — "ოცნება" აკრიტიკებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.
- ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო.
- საქმე ეხებოდა ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ.
- 2022 წლის 16 მაისს სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
- 2023 წლის 2 ნოემბერს სააპელაციომ ის პატიმრობაში დატოვა, 19 ივნისს კი უზენაესმა დაუშვებლად ცნო გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების საჩივარი.
- პრეზიდენტის ამ ნაბიჯს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები მოჰყვა, რომლებიც ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებას უწონებდნენ.
- ქართულმა ოცნებამ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტი გვარამიას შეწყალების გამო გააკრიტიკა.
რას ამბობენ ოცნებაში: პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით "დიდი ზეწოლა იყო".
- მისი თქმით, იმედი ჰქონდათ, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა "მან სხვა გზა აირჩია".
- პაპუაშვილი ამბობს იმასაც, რომ წარსულში კონკრეტული პირების შეწყალებამ დეპოლარიზაციის ნაცვლად, პოლარიზაცია მოიტანა და არგუმენტად გიგი უგულავას მაგალითი მოჰყავს.
- "ამიტომ, ისინი ვინც ამბობენ და უწონებენ პრეზიდენტს გადაწყვეტილებას, რომ თითქოს ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ არის გადადგმული ნაბიჯი, გამოდის, რომ ამითი ბურთს აგდებენ ოპოზიციის მხარეს, ვნახოთ აბა, ამითი თუ მოახდენენ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგის შეცვლას".
- მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოწონებით ჩანს იცის, რომ საერთაშორისო პარტნიორები პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც იღებენ.
- "ამიტომ ეს თუ კი მათი ხედვაა, ახლა დროა, რომ ის ბურთი, რომელიც ახლა ოპოზიციის მხარეს არის, დაელაპარაკონ ოპოზიციას, რომ შეცვალონ მათ პოლიტიკური დღის წესრიგი".
- პაპუაშვილი აცხადებს, რომ წარსული გამოცდილების გამო ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვთ და ამბობს, რომ სწორედ ამიტომ ზურაბიშვილმა გადაწყვეტილების ვერცერთი მოტივი ვერ დაასახელა.
გარდა ამისა, მმართველი პარტიის კიდევ ერთმა წევრი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით "ადამიანმა საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა".
- ეს მესიჯბოქსი უკვე დიდი ხანია ტრიალებს როგროც ქართულ ოცნებაში, ისე, პროსახელისუფლებო მედიებში.
- "პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გათელა და შეურაცხყოფა მიაყენა ამ გადაწყვეტილებით. და რაც მთავარია, ამ ადამიანმა მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ ის მოქმედებს არა საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებით, არამედ მოქმედებს დავალებების შესრულებით".
- მისი მტკიცებით, გვარამიას საკითხი ევრორეკომენდაციებთან კავშირში არ არის, იმიტომ, რომ გვარამია არის ადამიანი, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს.
- "გაიხსენეთ ეს ადამიანი თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა. არადამაჯერებელია, რომ ასე უცებ რაღაცები გადააფასა".
- ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ ამისთვის გვარამიამ ზურაბიშვილს ბოდიში მოუხადა, მიქანაძე ამბობს, რომ არადამაჯერებელია "ასე უცებ რაღაცების გადაფასება".
- კიდევ ერთი დეპუტატი, ბაია კვიციანი კი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუკვირდა და მას არ ეთანხმება.
- ასევე, საუბრობს იმაზე, რომ დასავლეთი სწორად არ არის ინფორმირებული და ამის არგუმენტად სააკაშვილზე საუბრობს.
- ჟურნალისტების კითხვაზე, რა შუაშია ექსპრეზიდენტის საკითხი, კვიციანი ამბობს:
- "ამ მაგალითის მოყვანით იმის თქმა მსურს, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება ჩვენი ქვეყნიდან დასავლეთის მიმართულებით და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ შეცდომაში არიან შეყვანილი".
საერთაშორისო პოლიტიკოსების შეფასებები: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შესახებ და თქვა, რომ ეს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ გადადგმული არსებითი ნაბიჯი.
- ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია.
- კიდევ ერთი ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა დაწერა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და უსამართლობა გამოასწორა.
- ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის წევრი დავით არახამია.
- "მინდა, მადლობა გადავუხადო ქ-ონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში", — დაწერა მან.
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები