გია ვოლსკი

23 Jun. 2023, 01:40

დამძიმდა ის უღირსი ტვირთი, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ რისკიანად მოიკიდა სალომე ზურაბიშვილმა. ასეთი არაობიექტურობის, უსამართლობის, არასწორი შეფასებების კორიანტელი დააყენა, როდესაც ლაპარაკობდა რუსულ ორბიტაზე გასულ ქართულ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ამდენი სტუმრების და ახალწვეულების და სხვა სამხედრო პირების თანდასწრებით. შემდეგ კიდევ იყო საშინელი განცხადებები ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და შემდეგ კიდევ ეროვნული ბანკის თემაზე ეს აბსოლუტურად გაუგონარი ვეტო. [...] 

მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაც საკმაოდ მძიმედ აისახება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე. ზოგადად, საზოგადოებას ეს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ განცდა ამ რაღაც შესაძლო კონსპირაციის, რომ თითქოს შუალედურ შეფასებაში ეწერა, რომ მედია გარემო არის მძიმე და ერთადერთი უარყოფითი შეფასება ეს იყო, მეორე დღეს უცებ ან იმავე დღეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება აუხსნელად უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილში. იმიტომ, რომ დანაშაული რეალურად ჩადენილია და ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომელმაც ზუსტად იცის, დანაშაული რა არის, რა შემადგენლობის დანაშაულია და იმათმაც ზუსტად იციან, ვინც ჩაიდინა, მაგრამ მიაჩნიათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავი 2-ის 7 მილიონით გაძარცვასთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში არც გამოდიხარ, არც ხსნი და საზოგადოებას, პრინციპში, არაფრად მიიჩნევ, მასად, რომელმაც უნდა გაიგოს, უნდა არ გაიგოს. დამამცირებელი პოზიციაა, გარდა უსამართლობისაა. არაა ეს ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსთავი 2, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეს კონკრეტული პიროვნება და პიროვნებების ჯგუფი იყო მიტაცებული. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  2. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  3. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  4. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი, 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც თანმხლებ…