რა უპირატესობები აქვს ზაფხულის საბურავებს — რჩევები თეგეტა მოტორსისგან
ფოტო: თეგეტა
ზაფხულის დადგომასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც შეცვლას საჭიროებს — საბურავია, რადგან ავტომობილის უსაფრთხოება მეტწილად მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული.
ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს გადააჭარბებს, ავტომობილზე ზაფხულის საბურავების დაყენების დროა. რატომ არის მნიშვნელოვანი სეზონური საბურავების გამოყენება და რა უპირატესობები აქვს მას — ამ თემებზე თეგეტა მოტორსის საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე შუბლაძე საუბრობს.
ფოტო: თეგეტა
რატომ არის აუცილებელი, ზაფხულში დავაყენოთ სეზონის შესაბამისი საბურავები?
ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე მეტად საიმედოა. გარდა ამისა, უზრუნველყოფს მაღალ სტაბილურობას მოსახვევებში და ოპტიმალურ გარბენს თბილ ტემპერატურაზე.
ზაფხულის საბურავის პროტექტორის ნახატი ისეა დატანილი, რომ სველ გზაზე მოძრაობისას უფრო ძლიერ მოჭიდებას უზრუნველყოფს. ზამთრის საბურავების შემთხვევაში ასე არ ხდება და სველ გზაზე მოძრაობისას ავტომობილის დამორჩილება ჭირს. ზაფხულის საბურავების მთავარი მახასიათებლებია: მაქსიმალური მოჭიდება გზებზე, სიჩქარის გაუმჯობესება, მდგრადობა მოსახვევებში და დამუხრუჭების დროს ნაკლები ხმაური.
ფოტო: თეგეტა
რა ხდება, როცა ზაფხულში ზამთრის საბურავებს ვიყენებთ?
ზამთრის საბურავები დაბალი ტემპერატურის პირობებში უდავოდ შეუცვლელია, რადგან მის შემადგენლობაშია ისეთი ნივთიერებები, რომლებიც თოვლიან და ყინულიან ზედაპირებზე მოძრაობის დროს იდეალური მოჭიდებით გამოირჩევა. თუმცა ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.
ზაფხულში ზამთრის საბურავების გამოყენება ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს, განსაკუთრებით სწრაფი მანევრირებისას. მისი მაღალი პროტექტორები აჩქარებისას და დამუხრუჭებისას დეფორმირდება. ამის გამო, იზრდება სამუხრუჭე მანძილი და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილის დამორჩილება კიდევ უფრო რთულდება“.
ფოტო: თეგეტ
რამდენად გონივრულია ზაფხულში ყველა სეზონის საბურავების გამოყენება?
ყველა სეზონის საბურავები ზამთრისა და ზაფხულის საბურავების ჰიბრიდია და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებმა ისინი მთელი წლის განმავლობაში გამოიყენონ ისეთ რეგიონებში, სადაც თოვლი და ყინვა იშვიათია. ამ ტიპის საბურავებზე არჩევანს ბევრი მძღოლი აკეთებს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაღალი ტემპერატურისა და სველი ზედაპირის პირობებში მათი ფუნქციონირება ნაკლებად ეფექტურია. მშრალ ზედაპირზე გადაადგილებისას ზაფხულის საბურავები საუკეთესოა მოსახვევებში. ყველა სეზონის საბურავები შექმნილია ნებისმიერ კლიმატურ პირობებში კარგი მოჭიდებისთვის, თუმცა ისინი არ არის გათვლილი სწრაფი მანევრირებისთვის. შესაბამისად, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია, რომ სეზონის შესაბამისი საბურავები გამოვიყენოთ.
რამდენად უსაფრთხოა ზაფხულში მეორადი საბურავის გამოყენება?
ეს ყველაფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, გააჩნია, რა მდგომარეობაშია საბურავი, რადგან ყველა მათგანს აქვს ექსპლუატაციის ვადა და შენახვის პირობები. ამასთანავე, ექსპლუატაციის პერიოდში მისი პროტექტორი ცვდება და საბურავი გამოშრობას იწყებს.
საბურავების შეძენისას, ხარისხთან ერთად, მთავარია მათი ასაკიც, რადგან მეორადი საბურავით გადაადგილება საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის ზამთარშიც და ზაფხულშიც. უნდა ვიცოდეთ, რომ საბურავი არა მარტო ცვდება, არამედ ძველდება კიდეც — დროის გასვლასთან ერთად, მისი შემცველი ნივთიერებების ეფექტურობის კოეფიციენტი დაბლა იწევს.
თეგეტა მოტორსის ფილიალებში ზაფხულის საბურავების შეძენისას სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ ჯავშნით ისარგებლოთ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
-
FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ
გადახედვა
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს
გადახედვა
-
Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე შალვა პაპუაშვილი: ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე
გადახედვა
-
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
გადახედვა
-
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის
გადახედვა
კომენტარები