გარდაბნის რაიონში ჩირინას ხორცპროდუქტების საწარმო გაიხსნება — პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, ჩირინა გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალ საწარმოს გახსნის.
საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა დამხმარე შენობებთან ერთად ის მთლიანობაში 2 ჰა მიწის ფართობს იკავებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის, EBRD-ის და პროექტ აწარმოე საქართველოს მიერ 10 მილიონი ლარის მოცულობით განხორციელდა.
"საწარმოს სრული მასშტაბით ამოქმედებას ივლისში ვგეგმავთ, თუმცა, ამ ეტაპზე უკვე მზადდება კონკრეტული პროდუქტები, რომლის რეალიზაციასაც სუპერმარკეტების ქსელებსა და ბიუ ბიუს მაღაზიებში ვახდენთ, სამომავლოდ კი ბიუ ბიუ გასტრონომის საფირმო მაღაზიებში მოვახდენთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, მომხმარებელს ნედლი ქათმის ხორცისგან დამზადებული ხორცპროდუქტების ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩირინას ახალი საწარმო იქნება პირველი ხორცის გადამუშავების საწარმო საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა. პირველად ჩვენ გვექნება წარმოება, რომელიც მოახდენს ხორცპროდუქტების ინდუსტრიულ წარმოებას ახალი, ნედლი ხორცისგან", — განაცხადა ნინო ვაშაკიძემ, ჩირინას დირექტორის მოადგილემ.
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, გააფართოვოს საქმიანობა ახალი საწარმოს გახსნით, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ჩირინას ამ ეტაპზე დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 500 ადამიანი, ამ ციფრებს კი ახალ საწარმოში დასაქმებულთა რიცხვიც შეემატება. საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. ახალ საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებების, ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს. საწარმო საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა გათვლილი. საწყის ეტაპზე წარმოების დღიური წარმადობა 7 ტონა იქნება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას. გვჯერა, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში", — განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
ინფორმაციისთვის, კომპანია ჩირინა ბაზარზე 2013 წლიდან არის წარმოდგენილი. ჩირინას ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი აქვს, დღეისათვის მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვები ქარხანა; ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია — სანა. კომპანია ჩირინას მიერ გახსნილი ბრენდი ბიუ-ბიუ დღეისათვის 60 ფილიალს აერთიანებს და 10 წელზე მეტს ითვლის.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები