პრეზიდენტი: "არჩევნებზე კონკურენცია იქნება პროდასავლურ და დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ პარტიებს შორის"
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პროდასავლური და დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალების.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 6 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა გახსნა. კომიტეტის სხდომას ევროპარლამენტარები ესწრებოდნენ.
მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ არჩევანზე, საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებზე და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. პრეზიდენტის გამოსვლის სიტყვას მისი პრესსამსახური ავრცელებს:
"ჩვენ ვიმყოფებით დინამიურ პროცესში. ამ პროცესში საქართველომ ნათლად აირჩია და გამოხატა მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები.
აქ ვიმყოფები ჩემ კოლეგებთან ერთად, - სამ ძირითად საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან.
ეს არის მმართველი კოალიცია ქართული ოცნება, ეს არის ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე ოპოზიციური პარტია თავისუფალი დემოკრატები.
ჩვენ ყველა შევთანხმდით საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. ასევე მიგვაჩნია, რომ საქართველომ ნათელი და მტკიცე ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.
ამ კონტექსტში, ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსთვის ორი წლის წინ მიცემულ ინსტრუმენტებზე, კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შეთანხმებებზე.
ეს საკითხები, ხდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სპექტრისთვის, როგორც შიდა პოლიტიკური განხილვებისას, ასევე რეფორმების თვალსაზრისით.
მთავრობამ წარმატებით წარმოადგინა ის რეფორმები, რომელიც უკავშირდება ამ ხელშეკრულებას".
პრეზიდენტის თქმის, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ოქტომბრის არჩევნები, რომლის საარჩევნო კამპანია 4 თვით ადრე იწყება, რათა პროცესი პროგნოზირებადი იყოს:
"ვფიქრობ, რომ ეს, ამ არჩევნებზე ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ასე რომ ამ ოთხი თვის მანძილზე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანი და კონსტრუქციული საარჩევნო კამპანია.
მე იმედი მაქვს ჩვენი მეგობრების და პარტნიორების და სადამკვირვებლო მისიების, რომლებსაც მოუწოდებთ, რომ დეტალურად შეისწავლონ საარჩევნო პროცესი.
ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება არჩევნები, სადაც კონკურენცია მოხდება პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებსა და დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს შორის.
ეს პროცესი წარიმართება ვარშავის სამიტის და ვიზალიბერალიზაციის პროცესის პარალელურად. რა თქმა უნდა, ამ საერთაშორისო პროცესების".
გიორგი მარგველაშვილმა ყველა იმ პარტნიორს გადაუხადა მადლობა, რომელმაც საქართველოსთან ერთად იზეიმა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს უმთავრეს მიზანს "თავისუფლების მოპოვება წარმოადგენს":
"თავისუფლება ნიშნავს, ემსახურო შენი საზოგადოებისა და შენი ხალხის საჭიროებებს.
მე მიმდინარე წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან მჯერა, რომ საქართველოს თავისუფლება პოლიტიკურად გამოიხატება ევროპული სახელმწიფოსა და ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობაში".
საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პარლამენტარები ვიქტორ დოლიძე, გიგი წერეთელი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები