კახა კალაძე

1 Jun. 2023, 14:34

ჩემთვის, არა თანამდებობის პირისთვის, არამედ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. ისევე, როგორც პრემიერმინისტრი იყენებს ამ ტრიბუნას, სადაც შესაძლებელია, საუბრობს ჩვენს ევროპულ მომავალზე, ევროინტეგრაციაზე.

გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, იმიტომ, რომ ყველა კომპონენტში, ყველანაირი თვალსაზრისით, წინ ვართ სხვა ქვეყნებზე, რომელთაც მიენიჭა აღნიშნული სტატუსი. დაგვიწესეს 12-პუნქტიანი გეგმა, კი ბატონო, მზად ვართ და ვასრულებთ ამ გეგმას. მინდა, ყველას მოვუწოდო, ვისაც შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო პლატფორმები გამოიყენონ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. 

ღარიბაშვილი მოლოდვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტიც ესწრება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  2. მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე
  3. რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
  4. მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა
  5. დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ