26 მაისის ღონისძიებაზე მედია შეზღუდვებით მუშაობდა და კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა — რას ამბობს ქარტია
ფოტო: თათია შურღაია / On.ge
რატომ არის მნიშვნელოვანი: დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დღეს თავისუფლების გამზირზე ოფიციალური ღონისძიებები გაიმართა.
- ღონისძიება 11 საათზე დაიწყო, თუმცა მედია ადგილზე 09:30-ზე იყო დაბარებული.
- ჟურნალისტები სცენიდან შორს, გვერდითა მხარეს, ჯებირებს მიღმა დააყენეს, საიდანაც სიტყვით გამომსვლელების გადაღება შეუძლებელი იყო — ამიტომ მედია საერთო სიგნალით სარგებლობდა.
- მსგავს პრაქტიკას მთავრობა უკვე რამდენიმე წელია იყენებს, თუმცა აქამდე ამ გამოყოფილ ადგილას ჟურნალისტებთან მთავრობის წარმომადგენლები მიჰყავდათ და მათი ჩაწერის საშუალება იყო.
რა მოხდა: დღეს, როცა თავდაცვის მინისტრი "კომენტარზე დადგა", მედიამ მას კითხვები ვერ დაუსვა, რადგან ჟურნალისტებს ჯებირებს მიღმა მოუწიათ დარჩენა.
- პრესსამსახურის წარმომადგენლებმა მათ მიკროფონები და ტელეფონები გამოართვეს, ჯუანშერ ბურჭულაძის საუბარი ჩაუწერეს და უკან დაუბრუნეს.
- ტელევიზიის ოპერატორებმა კომენტარის გადაღება ვიდეო კამერებით შეძლეს, თუმცა ონლაინ მედიისთვის, რომელიც ძირითადად ტელეფონით იღებს და აშუქებს, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მინისტრი ძალიან შორს იდგა.
ფოტო: თათია შურღაია / On.ge
დეტალები: საქართველოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა, განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის და არა პოლიტიკოსებისთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელება კითხვების დასმის გარეშე.
- მათი შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა ხელს უშლის მედიის სრულფასოვან მუშაობას და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებას.
- "მნიშვნელოვანია, რომ ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო პირებს, ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში. მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაა — პოლიტიკური თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია და უპასუხონ დასმულ კითხვებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები