უკრაინის კონფლიქტი და ადამიანის უფლებები
ფოტო: AP
აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და გაეროს ადამიანის უფლებებში უმაღლესი კომისრის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა უკანასკნელი თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თებერვალი-მაისის პერიოდში, გაეროს გამოძიების თქმით 193 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა და 36 დაიღუპა.
"ეს 48%-იანი ზრდაა წინა ანგარიშთან შედარებით", - განაცხადა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა. გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ "დანაკარგების უმრავლესობა არტილერიის ცეცხლით, ასაფეთქებელი საშუალებებით და ომის ნარჩენებით არის გამოწვეული".
მისი თქმით, ამ წლის მანძილზე დაახლოებით 375 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, აქედან 67 გარდაიცვალა და 308 დაიჭრა - ეს 74-პროცენტიანი ზრდაა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
არტილერიის ცეცხლით გამოწვეული დანაკარგების რაოდენობა გაორმაგდა
"არტილერიის ცეცხლით გამოწვეული დანაკარგების რაოდენობა გაორმაგდა", - განაცხადა მან. "ეს სტატისტიკა აჩვენებს კონფლიქტის ცვლილებას: ხდება მისი ინტენსიფიკაცია, ორივე მხარე ახლოსაა ერთმანეთთან და მძიმე არტილერია, ჯარისკაცები და შეიარაღებული ჯგუფები ხშირად მშვიდობიან მოსახლეობას ერევიან ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურასთან იბრძვიან", - განაცხადა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა.
მსხვერპლი 10 000
2014 წლის აპრილს კონფლიქტის დასაწყისიდან მოყოლებული, გაეროს მონაცემებით 10 ათასი ადამიანი დაიღუპა და 23 500 დაშავდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერჰი კისლიცია ეთანხმება გაეროს დასკვნას, რომელიც ამბობს, რომ „გრძელდება [აღმოსავლეთ უკრაინაში] უცხო ქვეყნის მებრძოლების შესვლა, შეიარაღების და მძიმე ტექნიკის მიწოდება დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, რუსეთის ფედერაციიდან“.
მინისტრის თქმით, სანამ რუსეთი ამ ქმედებებს გააგრძელებს „კონფლიქტის დასასრულს ვერ მივუახლოვდებით.“
უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მინსკის პროტოკოლის ფარგლებში 2014 წლის სექტემბერში დაიდო და მასში მონაწილეობას ამ ორ მხარესთან ერთად სეპარატისტები და ეუთო იღებდნენ. თუმცა, მინსკის შეთანხმება და შემდეგი მცდელობები, რომელთა მიზანიც კონფლიქტის გადაწყვეტა იყო, წარუმატებელი აღმოჩნდა.
„მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა გრძელდება“, - ამბობს ზეიდი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყოველდღიური დარღვევა, მძიმე ტექნიკის გამოყენება და შეთანხმების ხაზის გადაკვეთა, ასევე არტილერიის განურჩეველი მიმართულებით გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს და საკუთრებას ანადგურებს“, - ამბობს ის.
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განგრძობადი ტენდენცია აჩვენებს, რომ არ არსებობს პოლიტიკური სურვილი დასრულდეს საომარი მოქმედებები“, - აცხადებს ზეიდი.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განგრძობადი ტენდენცია აჩვენებს, რომ არ არსებობს პოლიტიკური სურვილი დასრულდეს საომარი მოქმედებები
გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტს საარტილერიო ცეცხლის გამოყენების შედეგად საავადმყოფოების და სკოლების დაზიანება მოჰყვა. ამასთან, დონეცკის წყლის მიწოდების სისტემაც დაზიანებულია, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს „წყლის მიწოდებას მილიონზე მეტი ადამიანისთვის კონფლიქტის ხაზის ორივე მხარეს“.
ადამიანის უფლებები საფრთხის ქვეშ
ამ კვირის დასაწყისში, გაეროს ბავშვთა ფონდმა განაცხადა, რომ დაახლოებით 750,000 ბავშვი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.
კონფლიქტის ორივე მხარე ახორციელებს ინდივიდების არაკანონიერ დატყვევებას და ადგილი აქვს „ძალადობას, წამებას და ცუდ მოპყრობას
„ჩვენ გვაწუხებს ის ფაქტი, რომ სასმელი და სუფთა წყლის მიწოდების შეწყვეტამ ბავშვებისათვის შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაავადება წლით გადამდები დაავადებებით“, - განაცხადა კრისტოფერ ბოლიერაკმა, UNICEF-ის პრესსპიკერმა.
ზეიდის თქმით, ადამიანის უფლებებს ორივე მხარე არღვევს. კონფლიქტის ორივე მხარე ახორციელებს ინდივიდების არაკანონიერ დატყვევებას და ადგილი აქვს „ძალადობას, წამებას და ცუდ მოპყრობას.“ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები ხშირად მიმართავენ წამებას ინფორმაციის მიღების მიზნით.
ადამიანის უფლებები ყირიმში
ადამიანის უფლებების უმაღლესმა წარმომადგენელმა ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო რუსეთის ფედერაცია მკაცრად გააკრიტიკა. ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. ანგარიში აჩვენებს ყირიმელი თათრების დისკრიმინაციის შემთხვევებს, რომლებიც „ზოგიერთ შემთხვევაში ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოთი.“
„ამასთან, ადგილი ჰქონდა ცუდ მოპყრობას დაკავებულების მიმართ, ასევე, ყირიმის დაკავების იზოლატორებიდან მათ რუსულ დაწესებულებებში გადაყვანას“, - ამბობს ზეიდი. მისი თქმით რუსეთი არღვევს ჟენევის კონვენციის მეოთხე მუხლს.
ადგილი ქონდა ცუდ მოპყრობას დაკავებულების მიმართ, ასევე ყირიმის დაკავების იზოლატორებიდან მათ რუსულ დაწესებულებებში გადაყვანას
ამერიკამ და ევროკავშირის ქვეყნებმა ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები მიიღეს რუსი პირების და ბიზნესების წინააღმდეგ. სამშაბათს, უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსგან შეხვედრისას ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაარწმუნა უკრაინელი კოლეგა, რომ ვაშინგტონი შეინარჩუნებს სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ.
ანგარიშის საპასუხოდ, რუსეთმა გამოთქვა უკმაყოფილობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების მიმართ, ინფორმაციის და აღიარების მიღების მიზნით წამების გამოყენების შემთხვევებზე. ნატალია ზოლოტოვამ, რუსეთის გაეროს მისიის პირველმა მდივანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „გმობს უკრაინული მხარის დანაშაულების გამოძიების ნაკლებობას“ გაეროს მიერ.
მისი თქმით, კიევი დონბასის რეგიონის წინააღმდეგ ბლოკადის დაწესებით „არაჰუმანურად მოიქცა.“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კისლიცას განცხადებით, დონბასსა და ყირიმში ადამიანის უფლებების მხრივ სიტუაციის გაუმჯობესება მხოლოდ „საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით და ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის წინააღმდეგ განგრძობითი პოლიტიკური წნეხის მეშვეობით არის შესაძლებელი“.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა



კომენტარები