ალტე უნივერსიტეტის ქართულენოვან და ინგლისურენოვან კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებს სრული აკრედიტაცია მიენიჭა
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლამ პირველ წარმატებას შექმნიდან რამდენიმე თვეში უკვე მიაღწია — კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სრული აკრედიტაცია მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ალტე უნივერსიტეტი, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კურსდამთავრებული, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპიუტერული მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე შეძლებს არსებული პროგრამული პროდუქტების ანალიზს და განვითარებას, ან ახალი პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნას სხვადასხვა სფეროს ამოცანებისთვის, თანამედროვე სტანდარტების და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.
კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელები არიან ალტე უნივერსიტეტის პროფესორი ნანა დიხამინჯია და ასოცირებული პროფესორი სალომე ონიანი.
რას გთავაზობთ ქართულენოვანი და ინგლისურენოვან კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამები?
- ინოვაციური სასწავლო მეთოდებით საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების მიღების შესაძლებლობას;
- უმაღლესი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალის მიერ ჩატარებულ საინტერესო ლექციებს. ჩვენს თითოეულ ლექტორს აქვს პრაქტიკული გამოცდილება კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინჟინერიის მიმართულებით. ასევე, ისინი არიან არაერთი მნიშვნელოვანი კვლევის ავტორები და მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
- თანამშრომლობას ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებთან და უცხოურ უნივერსიტეტებთან;
- ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის და სტარტაპ გარაჟის ინოვაციურ პროექტებში ჩართულობას;
- კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის პარალელურად Cisco Systems-ის ქსელური აკადემიის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღებას;
- ცისკოს აკადემიის სასწავლო პორტალზე წვდომას;
- კავშირს დასაქმების ჰაბთან, რომელშიც გაერთიანებულია 60 000-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია;
- ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს, ტრენინგებს, საჯარო ლექციებს.
"კომპიუტერული მეცნიერების ორივე საბაკალავრო პროგრამა შედგენილია თანამედროვე სტანდარტებით, უახლესი სახელმძღვანელოებით და ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამაში სიღრმისეულადაა ჩაშენებული პრაქტიკული კომპონენტები. ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი უკვე რამდენიმე საინტერესო პროექტს ახორციელებს, რომლებშიც ალტე უნივერსიტეტის მომავალი სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან", — აღნიშნავს ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრისა და ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
"საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივი დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების მომზადება. სკოლის აკადემიური/სამეცნიერო და მოწვეული პერსონალი, სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები და დასაქმებაზე ორიენტირებული მიდგომები ჩვენს სტუდენტებს გამორჩეულ, ინოვატორ, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოაყალიბებს", — აღნიშნავს ნანი არაბული, ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.
2023 წელს, ალტე უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტების მიღებას როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
- ეწვიეთ ბმულს: https://alte.edu.ge/ka/schools/sainformatsio-teqnologiebis-it-skola
- კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით: [email protected]
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა



კომენტარები