რა ხდება ბელგოროდში
ფოტო: პრავდა
რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 მაისს, დილით, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა განაცხადეს, რომ რუსეთში არიან — მათ გამოაქვეყნეს ვიდეო ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან, რომელშიც ამბობდნენ, რომ გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი და "მალე ქვეყანა თავისუფალი იქნება".
- დილიდანვე რუსულ ტელეგრამ არხებზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეოები, რომ ბელგოროდში რამდენიმე დასახლებული და რუსეთის სასაზღვრო პუნქტი გაანადგურეს.
- ასევე, ადვილობრივები აქვეყნებენ კადრებს, რომლებშიც სირენების ხმა ისმის.
კიდევ რა მოხდა: ამავდროულად, რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, ჩაწერა ვიდეო და მოუწოდა რუსებს, იბრძოლონ პუტინისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.
- ამას მომდევნო ვიდეოც მოჰყვა, რომელშიც ლეგიონის წევრებმა რუსეთის საზღვრისპირა მაცხოვრებლებს მიმართეს, დარჩნენ სახლში და მათ წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
- "ნუ გეშინიათ, ჩვენ თქვენი მტრები არ ვართ. პუტინის ზომბებისგან განსხვავებით, ჩვენ არ მოგაყენებთ ზიანს", — ამბობდნენ მებრძოლები.
- მოგვიანებით, ლეგიონმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც რუსეთში ბელგოროდის ოლქის დასახლების, კოზინკას გათავისუფლების შესახებ იუწყებოდნენ — მათივე თქმით, შევიდნენ გრაივორინის დასახლებაში და წინ მიიწევენ.
ბრალდებები უკრაინას: ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა დაადასტურა, რომ გრავოირონის ოლქზე თავდასხმა მოხდა და "მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა".
- მომხდარში მან "უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი" დაადანაშაულა, თუმცა უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ ბელგოროდში ოპოზიციურად განწყობილი რუსები შევიდნენ.
- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმაც დაწერა, რომ უკრაინას ამასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ინტერესით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.
- მანვე აღნიშნა, რომ ტოტალიტარულ ქვეყანაში ერთადერთი მამოძრავებელი ძალა შეიარაღებული პარტიზანული მოძრაობა ხდება.
რას აკეთებს რუსეთი: ოლქის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობენ რუსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურთან, ეროვნულ გვარდიასთან, FSB-სთან და "ყველა ზომას მიიღებენ მტრის გასანეიტრალებლად".
- მისივე თქმით, გააქტიურდა რუსული საჰაერო თავდაცვა და რუსეთის ოპერატიული სამსახურები "კარდაკარ საფუძვლიან შემოწმებას ახორციელებენ".
- რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადგილობრივ მოსახლეობას თავდასხმის შეტყობინება გაუგზავნა, ხოლო შებეკინსკის ოლქების მოსახლეობას თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდა.
- როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, პუტინი ბელგოროდში არსებულ ვითარებაზე ინფორმირებულია.
- ამტკიცებდა, თითქოს დივერსიის მიზანი იყო "ბახმუტის მიმართულებიდან ყურადღების გადატანა, უკრაინული მხარის მიერ არტემოვსკის დაკარგვის პოლიტიკური ეფექტის მინიმუმამდე შემცირება".
- სხვა განცხადება კრემლიდან არ გაკეთებულა, როგორც ჩანს ჯერ მესიჯბოქსზე მუშაობენ.
ბოლო სიახლეები: უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც, სავარაუდოდ, ბელგოროდში უკრაინული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ჩანს, თუმცა ადგილმდებარეობის ზუსტად დადგენა შეუძლებელია.
- იქვე წერენ, რომ შეტევაზე გადავიდნენ რუსული დანაყოფები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან.
- თავად ლეგიონმა კი გაავრცელა რამდენიმე ფოტო და დაწერა, რომ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში უკვე ფრიალებს რუსეთის ალტერნატიული დროშები, რომლებზეც წითელი ფერი არ არის.
- SOTA აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბელგოროდის ოლქის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს — ოფიციალურად ჯერ ევაკუაცია არ გამოცხადებულა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები