ანდრი კასიანოვი

17 May. 2023, 13:54

დრო ძმურ და სტუმართმოყვარე საქართველოში ძალიან სწრაფად იწურება და ძნელი წარმოსადგენია, რომ პირველად თბილი და მეგობრული ბათუმის სანაპიროზე 4 წლის წინ შემოვდგი ფეხი.

მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენთან ერთად ვცდილობდი, მაქსიმალური ძალისხმევა გამეწია საქართველოსთან უკრაინის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარებისთვის.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ბრუტალურმა ომმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი ხალხების მეგობრობა და კიდევ უფრო გაგვაერთიანა საერთო მტრისა და ოკუპანტის, ფაშისტური რუსეთის, წინააღმდეგ.

მთელი ცხოვრება განმავლობაში მემახსოვრება ქართველი მოხალისეების მამაცური და სულიერი სწრაფვანი, შემართება და შეუპოვრობა, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან ჩვენი ქვეყნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ხოლო ათიათასობით უკრაინელის მეხსიერებაში, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები რუსი ოკუპანტების ზეწოლის ქვეშ, სამუდამოდ დარჩება ქართველი ხალხის სითბო და სტუმართმოყვარეობა, რომელმაც მათ მისცა თავშესაფარი, უზიარებდა ყველაფერს, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის ყოფნისა და განათლების ღირსეული პირობები უზრუნველეყო.

იმ უკრაინელებთან, რომლებიც დარჩნენ უკრაინის მშვიდობიან ნაწილში და იარაღით ხელში აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, ქართული გულების სითბო და ქართული სულის სინათლე მიაღწია თქვენს მიერ გაგზავნილი ასობით ელექტრო გენერატორის და ტონობით ჰუმანიტარული ტვირთის წყალობით.

უკრაინაში დაბრუნებისას ჩემს ოჯახს თან მიაქვს მოძმე საქართველოს სითბოსა და სიკეთის ნაწილი, ისევე როგორც აქ, საქართველოში, ჩვენს მრავალრიცხოვან მეგობრებს შორის, დარჩება ჩვენი უკრაინელი ოჯახის, უკრაინელი ხალხის ადათ-წესების და ტრადიციების ნაწილი.

საქართველოდან წასვლისას მინდა, ყველას გისურვოთ მშვიდობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატებები, ბედნიერება და კეთილდღეობა!

მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია აქვთ, არამედ საერთო ნათელი მომავალი ევროპული ხალხების ერთიან მეგობრულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი მხოლოდ უახლოესი მომავლის საკითხია!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…