"ოცნებას" სურს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარემ შეარჩიოს
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნების ინიციატივით, იცვლება ცესკოს დაკომპლექტების წესი.
- მმართველ პარტიას სურს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს მიენიჭოს.
- კანონპროექტის ინიციატორები მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.
- ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, წარდგენილ კანდიდატებს თანამდებობაზე სრული ვადით, 5 წლით პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, მაშინ, როცა დღეს ამისთვის დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.
- ასევე, ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს პარტიები დანიშნავენ.
დეტალები: გარდა ამისა, ცესკოს თავმდჯომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, ნათქვამია, რომ "გარანტირებულია საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის ყოფნა".
- ასევე, ვკითხულობთ, რომ გათვალისწინებულია პრეზიდენტის მონაწილეობა თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობეზე პირთა არჩევას.
- "კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე შესვლა ძალაში, რადგან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს საკითხის დარეგულირება. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება", — ამბობენ ინიციატორები.
შეფასებები: ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ეს ნაბიჯი კიდევ ერთელ აჩვენებს საზოგადოებას, თუ როგორია ივანიშვილის გუნდის დამოკიდებულება თამაშის წესებისა და კანონების მიმართ.
- "ისინი აქამდეც აკონტროლებდნენ ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ. ამაზე საზოგადოების პასუხის უნდა იყოს წინასაარჩევნოდ იმ ატმოსფეროს შექმნა, როგორიც იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომ ან ვერ გაბედონ გაყალბება, ან თუ გაბედავენ, ამას მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია", — ამბობს ის.
- ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის შეფასებით, ქართული ოცნების ქმედებაში ახალი არაფერია. მისი თქმით, ის სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებისკენაა მიმართული.
- "სხვა ახსნა ამ საკანონმდელო ცვლილებას არ აქვს. იმიტომ, რომ ცესკოს, რომელსაც, ფაქტობრივად, ნულოვანი ნდობა აქვს ქართული ოცნების პირობებში, ახლა, რეალურად, ამ საკანონმდელო ცვლილებებით, ფაქტობრივად, აუქმებს", — აღნიშნავს ის ფორმულასთან.
- გახარიას პარტიის წევრი მიხეილ დაუშვილი კი ამბობს, რომ ეს არის დამატებითი ნაბიჯი 2024 და 2025 წლის არჩევნების მისათვისებლად.
- ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორაძის განცხადებით, ხელისუფლება პროცედურებს საკუთარ თავზე ირგებს და ცვლილებებს კომისიის ერთპარტიულ ოკუპაციას უწოდებს.
- "მას უკვე შეეძლება, რომ ცესკოს თავმჯდომარე მარტომ, ყველასთან შეუთანხმებლად აირჩიოს, საქართველოს პრეზიდეტნს ერთმევა კონსტიტუციური პრეროგატივა, წარუდგინოს პარლამენტს ცესკოს თავმდჯომარისა და წევრების კანდიდატურები".
ცესკოში ამბობენ, რომ თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი განცხადებების საბაბი კიდევ ერთხელ გახდა.
- ისინი გიორგი სიორაძის განცხადებას "საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯის შემლახავს" უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს ინსტიტუციას აზიანებს.
- "იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განსახორციელებელ საქმიანობებზე და აშკარაა ამ კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები, ამ ტიპის განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ უწყებას, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოს", — ამბობენ ცესკოში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ კომისიის დაკომპექტების წესიდან პრეზიდენტის ჩამოშორებით უმრავლესობა კანონმდებლობას კვლავ არგებს საკუთარი პარტიის ინტერესებს.
- ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით, უმრავლესობამ შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების ვალდებულება აიღო.
- ინიცირებული ცვლილებებით კი ინტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, ისინი დასუსტდება.
- "მიგვაჩნია, რომ ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით ქართული ოცნება უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს".
- მოუწოდებენ პარლამენტს, არ დაამტკიცონ შეთავაზებული კანონპროექტი და გაითვალისწინონ სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები.
-
კანონპროექტს კრიტიკულად აფასებენ ISFED-შიც. ამბობენ, რომ ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას და მასზე მმართველი პარტიის გავლენას გაზრდის.
-
"ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდა ციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები