მიხეილ სააკაშვილი

4 May. 2023, 16:30

ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას.

ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი, ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.

ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული. გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა, სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი.

წერს მიხეილ სააკაშვილი. გუშინ ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას ჩამოარტყა. დღეს ამ განცხადებას გამოეხმაურა ვივამედის კლინიკური დირექტორი, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის პალატაში რკინის მაგიდა საერთოდ არ დგას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ…