ყველა მავნებლობა, რომელიც ჰომოფობმა ღარიბაშვილმა კონსერვატორთა კონფერენციაზე გააჟღერა — მოკლედ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს, 5 მაისს უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციიის ერთ-ერთი სპიკერი იყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კონფერენცია დევიზით — "ერთად ჩვენ ძლიერები ვართ" — ძირითადად ამერიკელი და ევროპელი კონსერვატორების მონაწილეობით იმართება, რადგან, როგორც AP წერს, ევროპაში იზოლირებული უნგრეთის პოპულისტური მთავრობა მოკავშირეებს და თანამოაზრეებს ეძებს.
- თავად ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა "ფოკუსირებული იქნება ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".
- რაც შეეხება ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო პერიოდში უნგრეთის პრორუს პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან მეგობრობას ცდილობს, ეს საერთაშორისო ტრიბუნა ჰომოფობიური გზავნილების გასაჟღერებლად გამოიყენა.
- ჰომოფობია ღარიბაშვილისგან სიახლე ნამდვილად არ არის, თუმცა ადამიანს, რომლის სიტყვებმაც 5 ივლისს მასშტაბური ძალადობა წაახალისა, მსგავსი გამოსვლის შედეგებზე უფრო მეტი უნდა ეფიქრა.
ხოტბა ორბანს: გამოსვლა ორბანისადმი კომპლიმენტებით დაიწყო — თქვა, რომ ის მამაცი, ქრისტიანი კაცია, რომელიც საკუთარი ერისა და ქვეყნის ინტერესებს იცავს.
- პრემიერის მხრიდან კოლეგის ქებაში საზიანო არაფერი იქნება, ორბანი ევროპაში კრემლის ყველაზე ახლო მოკავშირედ რომ არ მიიჩნეოდეს, თან არც ისაა დასავიწყებელი, რომ სხვა ევროპელი პარტნიორების მიმართ ღარიბაშვილი კრიტიკას არ იშურებს.
- საპასუხო ქებამაც არ დაიგვიანა და ორბანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დამსწრეებს შეუძლიათ ბევრი რამ ისწავლონ ღარიბაშვილისგან "როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები".
ტრადიციები, სამშობლო, სარწმუნოება: ღარიბაშვილმა ჩამოთვალა ფასეულობები, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს მთელ ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს და გამოსვლის უმეტესობა ამ საკითხებით მანიპულაციას დაუთმო.
- "ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი", — განაცხადა მან.
- იქვე აღნიშნა ისიც, რომ ამ რთულ დროში უმთავრესი იარაღი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია.
- "რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც, და არაერთხელ მთელს ისტორიაში", — თქვა პრემიერმა.
- შემდეგ კი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარებას დრამატული განახლებები უწოდა და საუბარი "მორალურ ორიენტირებზე" დაიწყო.
პრემიერმინისტრის ჰომოფობია: მალევე ამ ღირებულებების დაცვის მოტივით, ღარიბაშვილის გამოსვლას მძაფრი ჰომოფობიური და ტრანსფობიური ტონი დაემატა, რომელიც კარგად ნაცნობ პროპაგანდისტულ ელემენტებს შეიცავდა.
- კარგად ნაცნობს იმიტომ, რომ ამ მესიჯბოქსებს კრემლის პროპაგანდისტული მედია არაერთი წელია ავრცელებს, ბოლო წლებში კი ამ ფუნქციას საქართველოში ქართული მარში, ალტინფო და პოსტივი ითავსებენ.
- ღარიბაშვილი "ლგბტ პროპაგანდაზე" ალაპარაკდა — სანამ გავაგრძელებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს, არანაირი მსგავსი პროპაგანდა და ასე ჰომოფობები ქვიარ თემის მიერ ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლას მოიხსენიებენ.
- "სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით — ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის — მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ეგრეთწოდებული სიახლეების იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს", — თქვა მან.
- სქესის შეცვლის შიშებით უკვე არაერთი წელია მანიპულირებს რუსული პროპაგანდა, ამ ნარატივის ნაწილია ისიც, თითქოს ქვიარ თემის წევრები პატივს არ სცემენ ოჯახს და კულტურას, რაც სიმართლე არ არის.
- "ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს — არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს სხვათა ინტერესების გამო", — თქვა პრემიერმინისტრმა, რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანაში უმცირესობების უფლებები რეალიზებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არც კი უხსენებია.
სტრიქონებს შორის: ღარიბაშვილის ეს სიტყვები განსაკუთრებით საგულისხმოა იმ პერიოდში, როდესაც პრორუსულმა და ძალადობრივმა ალტ-ინფომ დააინიცირა კანონპროექტი, რომლის მიზანია, შეიზღუდოს ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება.
- მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ საკითხის განხილვას არ აპირებენ, ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა სხვა რამის მთქმელია.
- არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათთან აფილირებული მედიები და აქტორები ბოლო კვირებია აქტიურად ავრცელებენ ჰომოფობიურ მესიჯებს.
- ასევე, ღარიბაშვილმა გაიმეორა ჰომოფობების მიერ არაერთხელ გამოყენებული ნარატივი — თქვა, რომ არ დაუშვებენ უმცირესობების წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე, როგორც, უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე.
- გაუგებარია, ვინ და რატომ უნდა ენდოს ღარიბაშვილის ამ სიტყვებს, როცა მან არამხოლოდ დაუშვა, არამედ წაახალისა მასშტაბური ძალადობა უმცირესობის წარმომადგენლებზე.
- "ჩვენ, ასევე, ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვისაც ოჯახი ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა — ქალია, მამა კი — კაცი", — გააგრძელა პრემიერმა ჰეტერონორმატიული დოქტრინით.
რუსეთზე: ღარიბაშვილმა აქაც გაიმეორა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის "დასასრულიც არ ჩანს", კაცობრიობის მიზანი კი მშვიდობის უზრუნველყოფაა.
- "უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად", — თქვა მან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ არაერთხელ განმარტა — მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, სანამ რუსეთი მათი ტერიტორიიდან ჯარს არ გაიყვანს.
- ვერ დავუკარგავთ, ამჯერად ღარიბაშვილმა საქართველოსადმი რუსეთის აგრესია ახსენა — ტრიბუნიდან ამტკიცებდა, რომ ყველაფერს აკეთებენ მშვიდობისთვის და ისიც გვითხრა, რომ ამისთვის ნეტარ არს.
- "იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი".
პატრიარქზე: რა თქმა უნდა, არც ილია მეორის ხსენება და ქება დავიწყებია და მისი განცხადებები არაერთხელ მოიშველია საკუთარი აზრის გასამტკიცებლად.
- "ყველაფერი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებშია — ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", — თქვა მან.
- და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ საქართველოს ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება.
-
ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები
გადახედვა
-
რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი" რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი"
გადახედვა
-
კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ
გადახედვა
-
The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
გადახედვა
-
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა
-
ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა
გადახედვა
-
კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას
გადახედვა
-
ემა სტოუნმა ოსკარის ნომინაციებით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა ემა სტოუნმა ოსკარის ნომინაციებით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
-
საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს
გადახედვა
-
ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60 ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60
-
კროსვორდი: გამოიცანი გამოგონილი ადგილი წიგნით კროსვორდი: გამოიცანი გამოგონილი ადგილი წიგნით
გადახედვა
-
"ავტორიტარებისთვის კულტურა მტერია" — სალმან რუშდი "ავტორიტარებისთვის კულტურა მტერია" — სალმან რუშდი
გადახედვა
-
სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია
-
რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა
გადახედვა
-
PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე? ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე?
-
SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის" SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის"
გადახედვა
კომენტარები