შალვა პაპუაშვილი

3 May. 2023, 23:00

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია ვთქვით, რომ ეს ჩვენს დღის წესრიგში არ შედის და ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას. [...]

ასეთი ინიციატივების წამოყენებაც არის ნაწილი გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისა, რომ მოქალაქეებსა თუ ცალკეულ დეპუტატებს შეუძლიათ, წამოაყენონ ინიციატივები, მაგრამ აქ პირდაპირ დაკავშირება, რომ პარლამენტი აპირებს ამის მიღებას, ეს არასერიოზულია.

საკანონმდებლო წინადადებებია ხოლმე ხშირად, მოსახლეობასაც მედიის მხრიდან მიეწოდება ხოლმე ისეთი წინადადებები, თითქოს, პარლამენტი ახლა განიხილავს ამ საკითხს, იმ საკითხს. ეს არის ნაწილი ინიციატივებისა, რომელიც მოქალაქეებისგან მოდის და აქ უბრალოდ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის ეთერში. პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს მიერ საკანონმდებლო ორგანოში ინიციირებულია კანონპროექტი, რომლის მიზანია, შეიზღუდოს ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…