ტრენინგი თემაზე — პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) და მისი უპირატესობების გაცნობა მწარმოებელი კომპანიებისთვის და დარგის ექსპერტებისთვის
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment Action-ის ფარგლებში, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) საქართველოში ახორციელებს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ინიციატივას მწვანე პროდუქტებისთვის (SMGP).
ამ საქმიანობის ფარგლებში, UNIDO ეძებს ადგილობრივ ექსპერტებს და კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ან მუშაობენ მწვანე და წრიულ ეკონომიკაზე, რესურსების ეფექტურ და სუფთა წარმოებაზე (RECP) ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დაინტერესებული მხარეებს ვიწვევთ შემოგვიერთდნენ სპეციალურ ტრენინგზე პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) მეთოდოლოგიის და მისი პოტენციური სარგებლის შესახებ იმ საწარმოებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა.
ტრენინგები ჩატარდება სამი დღის განმავლობაში ონლაინ ფორმატში, 2023 წლის 3,4 და 5 მაისს. ტრენინგები ფინანსდება პროექტის ფარგლებში UNIDO-ს მიერ და მონაწილეობა შესაძლებელია უსასყიდლოდ. აქტივობის დასრულების შემდეგ, შეირჩევა ხუთი ექსპერტი და ხუთი საწარმო PEF მეთოდოლოგიის საპილოტო ქმედებების განსახორციელებლად. საპილოტე ქმედებები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და შერჩეული ექსპერტებისთვის სამუშაო იქნება ანაზღაურებადი.
ტრენინგზე დასასწრებად ამ ბმულზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 1 მაისი 2023
რას წარმოადგენს პროდუქტის გარემოზე ზემოქმედების კვალი?
PEF არის საქონლის ან მომსახურების გარემოზე ზემოქმედების ეფექტურობის მრავალკრიტერიუმიანი საზომი მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. იგი წარდგენილი იყო ევროკომისიის მიერ 2013 წელს SMGP ინიციატივის ფარგლებში, რათა გაემარტივებინა შედარება ერთსა და იმავე კატეგორიაში შემავალი პროდუქტების და მიეცა სპეციფიკური მაჩვენებლები მწარმოებლებსა და მომხმარებლებისთვის. PEF ინფორმაცია იქმნება პროდუქტების მიერ გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, მათი მიწოდების ჯაჭვების აქტივობების გათვალისწინებით (ნედლეულის მოპოვებიდან, წარმოებისა და გამოყენების ჩათვლით, ნარჩენების საბოლოო მართვამდე). საბოლოო ჯამში, PEF არის ევროკავშირის მიერ რეკომენდებული ინსტრუმენტი პროდუქტის გარემოზე ზემოქმედების რაოდენობრივ ფორმატში წარსადგენად.
დღესდღეობით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონში, PEF მეთოდოლოგია ცნობილია როგორც საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობს UNIDO, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment Action-ის მეშვეობით. 2023 წლისთვის დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს:
- არსებული პრაქტიკისა და ბარიერების რუკების შედგენა PEF-ის დანერგვის პროცესში და მათი შედარება პროდუქტების გამწვანების ხელმისაწვდომ სქემებთან (მაგ. ეკო ეტიკეტირება);
- SMGP ინიციატივისა და PEF-ის გამოყენების უპირატესობებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- წამყვანი როლის შესრულება პილოტირებასა და PEF-ის პოპულარიზაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შერჩეულ ინდუსტრიებში
EU4Environment-ის პროგრამა:
- ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციას მიაწვდის PEF-ის გამოყენების პოტენციურ უპირატესობების და გავლენების შესახებ;
- შეუქმნის შესაძლებლობებს და დაეხმარება ეროვნულ ინდუსტრიებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, უკეთ მოემზადონ რეგულაციებისთვის რომლებიც მოიცავენ PEF-ს;
- უზრუნველყოფს ადგილობრივ ექსპერტებს სწავლის შესაძლებლობებით, რათა დაეუფლონ PEF-ის გამოყენებას თავიანთი ქვეყნის და ინდუსტრიების კონტექსტში.
წაიკითხეთ მეტი PEF-ისა და SMGP ინიციატივის შესახებ ბროშურიდან, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე.
EU4Environment-ის შესახებ
ევროკავშირი გარემოსთვის (EU4Environment - მწვანე ეკონომიკა) პროგრამა ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეინარჩუნონ ბუნებრივი კაპიტალი და გააუმჯობესონ ადამიანების გარემოსდაცვითი კეთილდღეობა გარემოსთან დაკავშირებული ქმედებების მხარდაჭერით, მწვანე ზრდის შესაძლებლობების დემონსტრირებითა და შექმნით, ამასთანავე მექანიზმების ჩამოყალიბებით გარემოსდაცვითი რისკებისა და ზემოქმედების უკეთ მართვისთვის.
პროგრამა არის დაფინანსებული ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს შემდეგი ხუთი პარტნიორი ორგანიზაცია — OECD, UNECE, UNEP, UNIDO და მსოფლიო ბანკი — 2019-2024 წლების განმავლობაში, დაახლოებით 20 მილიონი ევროს ბიუჯეტით. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.eu4environment.org
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები