კახა კალაძე

21 Apr. 2023, 13:55

2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

11 წლის წინ, როდესაც ქართული ოცნება დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება.

დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად.

ქართული ოცნების პრინციპები უცვლელია — ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა, მშვიდობა, განვითარება, ჩვენი მდიდარი კულტურისა და ტრადიციების დაცვა. სწორედ ამ ღირებულებებით მივისწრაფვით და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე.

ვულოცავ დღევანდელ დღეს ქართული ოცნების თითოეულ წევრს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ერთგულია ჩვენი პარტიის პრინციპების.

ამტკიცებს თბილისი მერი კახა კალაძე. მაშინ, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, კალაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ევროკავშირის გზაზე. ხოლო ბიძინა ივანიშვილს კვლავ აქებს და წერს, რომ მან ქვეყნის ინტერესების გამო "სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…