NGO-ების განცხადებით, EU-ის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთია შესრულებული — ვრცლად
ფოტო: პარლამენტი
8 არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნა. შეფასების დოკუმენტი — სტატუსმეტრი, ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე ევროკავშირის რეკომენდაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს აფასებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპულმა საბჭომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებიდან მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.
- სამივე ქვეყანას გადაეცა კონკრეტული რეკომენდაციები და მათი შესრულება დაევალათ. საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა სწორედ 12 რეკომენდაციის შესრულებაა.
- პუნქტების შესრულების პროცესი არაერთხელ გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
- თუმცა, ამის მიუხედავად ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ რეკომენდაციებს "ზედმიწევნით სწორად" ასრულებენ.
დეტალები: ორგანიზაციების თანახმად, სრულად შესასრულებელია 5 პირობა, ესენია დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და დამოუკიდებელი სასამართლო.
- ნაწილობრივ შესრულებულია 4, კერძოდ, საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.
- დიდწილად შესრულებულ პირობებს შორისაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობა.
- სრულად შესრულებული კი მხოლოდ ერთი პირობა და ესაა ევროკომისიის რეკომენდაცია ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინებაზე.
დეპოლარიზაცია: ამ ნაწილში NGO-ები გამოწვევებს შორის ასახელებენ იმას, რომ ისევ არ გატარებულა რეფორმები საარჩევნო ბარიერებთან და ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებით.
- ისევ პრობლემად რჩება სააკაშვილისა და გვარამიას საქმეები, გრძელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება;
- აქვე ახსენებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობისთვის ხელისშემშლელი კანონების მიღებას.
- ამავე ნაწილში საუბარია იმაზე, რომ არ მცირდება პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკა და პოლიტიკური პროცესები 2024 წლის არჩევნების წინ მკვეთრად პოლარიზებული რჩება.
- გამოწვევებს შორისაა ისიც, რომ იქ სადაც მაღალი კვორუმია საჭირო (სახალხო დამცველი, გენერალური პროკურორი, ცესკოს თავმჯდომარე) პოლიტიკური შეთანხმების ნება არ არსებობს.
- და ბოლოს, საუბარია იმაზეც, რომ 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება არ არის გათვალისწინებული.
მედიის თავისუფლება: ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დასჯილი, კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლების წინააღმდეგ კი სამართლებრივი დევნა გრძელდება.
- ამავე ნაწილში, ორგანიზაციები საუბრობენ მოლოდინებზე და ერთ-ერთად მედიის წარმომადგენლების უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების ფაქტებზე გამოძიების დასულებასა და დამნაშავეების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ასახელებენ.
დამოუკიდებელი სასამართლო: დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არ მოიცავს უმაღლესი საბჭოს რეფორმას.
- პარლამენტმა ვერ უზრუნველყო მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ფართო ჩართულობა, რაც საფრთხეს უქმნის ინკლუზიურობისა და მრავალპარტიულ კონსულტაციებზე EU-ს მოთხოვნის შესრულებას.
- ნათქვამია, რომ სასამართლოს რეფორმაზე ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკას იწვევს.
- "ქართული ოცნების მიერ წარდგენილი ცვლილებები, რეალურად, დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის საკმარისი არაა, რასაც ადასტურებს ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრება".
დეოლიგარქიზაცია: ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ვენეციის კომისიამ კანონპროექტებში მნიშვნელოვანი ხარვეზები დაინახა, მათივე რეკომენდაციით, არსებულ კანონპროექტს, რომელიც პერსონალურ მიდგომას ეფუძნება, სისტემური ტიპის მიდგომა სჯობს.
- NGO-ები გამოწვევებს შორის ასახელებს იმას, რომ კანონი, შესაძლოა, ვენეციის კომისიის მოსაზრების სრულყოფილად გათვალისწინების გარეშე მიიღონ.
- ასევე, გამოწვევაა ისიც, არ არსებობს პოლიტიკური ნება, რათა მოხდეს საწყის მიდგომასთან დაბრუნება, რომლის თანახმადაც კანონის მიღება პრიორიტეტების შესრულებისთვის საჭირო არაა.
ორგანიზაციები, რომლებმაც ამ შეფასებაზე იმუშავენ, არიან: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, საქართველოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონი, მმართველი მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და საფარი.
- მათი განცხადებით, 12 პირობის შესრულების პროცესზე დაკვირვებას ისევ აგრძელებენ.
ფოტო: არასამთავრობოები
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები