ლევან ხაბეიშვილი

13 Apr. 2023, 00:49

თუ სადმე რამე იქნება, პირობითად ვამბობ და რაიმე საქმე აღიძვრება, საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიძახი, იქ მურუსიძეები არ არიან და პოლიტიზებული სასამართლო და პროკურატურა არ არსებობს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილი ამაზე პასუხებს გასცემს. ოღონდ, მე მარტივ რამეს ვკითხულობ, მთელი დღე რომ გვაქვს ისტერიკა, ან რაღაცა თემები რომ გადაიფარა და აღარავის აღარ ახსოვს...

აი, დავით კეზერაშვილზე რომ ვლაპარაკობთ დღეს, მთელი დღე რომ დავკარგეთ კეზერაშვილზე, ხვალაც რომ დავკარგავთ, ორი დღის მერეც, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? მართლა მაინტერესებს გულწრფელად, ანუ გელათი აღარ დაინგრევა? ეს საკითხები აღარ გვაინტერესებს? სასამართლოში კლანი აღარ არის?

ეს არის თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა და ამის გამოყენების მცდელობაა. ქვეყანაში ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი პრობლემები, ვიდრე კეზერაშვილზე ვლაპარაკობთ 10 წელია და კაცს საქართველოში ფეხი არ დაუდგამს...

საქართველოში რატომ შეიძლება ეს საინტერესო იყოს, დათო მიხედავს თავის თავს... ხელფასი მოემატება ხალხს დათოზე რომ ვილაპარაკებთ? კომუნალური გადასახადები გაიაფდება? კანდიდატის სტატუს მოგვცემენ? მოსამართლეთა კლანი აღარ გვყავს? რიკოთზე, გზაზე რომ მოქაფეს ყველაფერი და ადამიანების სიცოცხლეს რომ საფრთხე ემუქრება, ამას ეშველება? 

თუ ვინმეს საქართველოში აქვს ქოლ-ცენტრი და ამას მფარველობს, ეს არის ლულუაშვილი, ფარცხალაძე, უჩა მამაცაშვილი.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. BBC-ის ცნობით, თაღლითობის გლობალურმა ქსელმა მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისა. გამოცემის ვარაუდით, ამ კომპანიების უკან დგას დავით კეზერაშვილიც, მაგრამ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს ქსელთან დააკავშირებს — თუმცა, მისი სახელი ფიგურირებს პანამას დოკუმენტებში, როგორც თაღლითურ ქსელთან დაკავშირებული კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის ან მეწილის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  3. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  4. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ რუსეთის ელჩი ოფიციალურად დაიბარა მას შემდეგ, რაც რუსმა…