სალომე ზურაბიშვილი

11 Apr. 2023, 11:48

არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვუპასუხებ, რასაც ალბათ ამ 4 წლის მანძილზე თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?

ვინც ამას ავრცელებს ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და… საკუთარ თავს.
საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!

წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის გვერდზე. პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გამოეხმაურა ხალხის ძალის წევრს, ზურაბ ქადაგიძეს, რომელმაც იგი დაადანაშაულა საქართველოს სამართალდამცველების როდიონოვის ჯართან შედარებაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…