კეზერაშვილის ინტერვიუს შემდეგ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებს განმარტებებს სთხოვს და იღებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის გუშინდელი ინტერვიუ პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: თალაკვაძის შეფასებით, კეზერაშვილმა პრაქტიკულად "დაადასტურა", რომ ოპოზიციას აფინანსებს, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ეს დეკლარირებული არ აქვთ.
- "ოპოზიციური პარტიები ვალდებულნი არიან საჯაროდ გასცენ პასუხი იმ განცხადებებს, რაც კეზერაშვილმა გააკეთა მედიის საშუალებით. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი განცხადება და არღვევს კანონით დადგენილ წესებს, რაც პარტიების დაფინანსების და საქმიანობის შესახებ არსებობს", — განაცხადა თალაკვაძემ.
- თავად კეზერაშვილმა, კი გუშინ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის სამოქალაქო სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სხვადასხვა დახმარება და ის ვალდებულად თვლის თავს, რომ მათ დაეხმაროს.
დეტალები: თალაკვაძის შეფასებით, საზოგადოებისთვის თავლებში ნაცარში შეყრაა კეზერაშვილის განცხადება, რომ გამჭვირვალე ბიზნესით გამდიდრდა.
- "დღეს კეთილშობილი ინტერესები აქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია დააფინანსოს. ვინ დაიჯერებს ამას?! ეს არის სიცრუე. ყველაფერი დევს ხელს გულზე და ახლა უკვე დროა, რაზეც მან ილაპარაკა, მოვისმინოთ ამაზე ოპოზიციური პარტიების განმარტებები", — დასძინა თალაკვაძემ.
გამოხმაურებები: პასუხად, გირჩის წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა რომ, ასეთი განცხადებებით დავით კეზერაშვილი უფრო ქართულ ოცნებას ეხმარება, ვიდრე ოპოზიციას, რადგან ეს მთელი ოპოზიციის დისკრედიტაციას იწვევს.
- "ჩვენ დავით კეზერაშვილთან არც კომუნიკაცია გვქონია და არც თანამშრომლობის სურვილი გაგვაჩნია, რადგან ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. თუ ფულს ვინმე გაძლევს, ფულს თავისუფლების სანაცვლოდ გაძლევს და ჩვენ მზად არ ვიყავით, თავისუფლება კეზერაშვილის ფულის გამო დაგვეთმო", — განაცხადა მან.
- "დავით კეზერაშვილი ჩვენ ნამდვილად არ გვაფინანსებს. ჩვენი ფინანსები გამჭვირვალეა, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ფინანსურ დეკლარაციას წარვადგენთ", — განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.
- "არანაირი შავი ბუღალტერია არ გვაქვს. ეს რომ ასე იყოს, ჩვენს წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ხელისუფლებას ვერავინ მოასწრებდა", — დასძინა მან.
- "ლელოს პრინციპი ასეთია, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ღია და დეკლარირებულია — რაკი დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობა დეკლარირებული არა გვაქვს, ე.ი. ასეთი თანამშრომლობა არ არსებობს", — ასე გამოეხმაურა თალაკვაძეს პარტია ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები