სალომე ზურაბიშვილი

3 Apr. 2023, 13:16

ბატონო პრეზიდენტო, დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ სირთულეებით სავსე 32 წელი გამოიარა. ქართველმა ხალხმა მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ, ამ დღეებში და არა ერთხელ, გასული წლების მანძილზე, დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული.

გასული ათწლეულის მანძილზე, საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე, გვქონდა მრავალი წარმატება, თუმცა სირთულეც ბევრი იყო, თუ არის დღესაც. 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა და ეს კითხვა, საქართველო ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ევროპულ პერსპექტივას, უკვე აღარ არსებობს ჩვენს წინაშე — ეს არის დიდი მიღწევა. დღეს კი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი და მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა, მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის ირგვლივ...

დიახ, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი განცხადება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…