მიხეილ სააკაშვილი

25 Mar. 2023, 22:20

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ხდება ოლიგარქის სათამაშო მოედანი. საქართველო უფრო და უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის, ისევე როგორც ქვეყნის მომავალი და დასავლური პერსპექტივა. არ ვემხრობი იმას, რაც ამჟამად ხდება საქართველოში და ამის პარალელურად, როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი ქვეყანას თავს დაესხა რუსეთი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი თავს ესხმის უკრაინას. მხარს ვუჭერ ვოლოდიმირ ზელენსკის სრულად. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის იყო გამბედავი ადამიანი, მაგრამ მან გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს. 2008 წელს მე მახსოვს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ შემომთავაზა, რომ გავქცეულიყავი ქვეყნიდან და მიმეღო პოლიტიკური თავშესაფარი, რაზეც უარი ვთქვი. ვაკვირდები ამ ისტორიულ ბრძოლას უკრაინისა რუსეთის წინააღმდეგ.

მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება უარს ამბობს ჩემს გათავისუფლებაზე, მე მაინც ვადევნებ ამ ყველაფერს თვალს და არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის ზომას, არც იმას ეს არის ბირთვული თუ არა ბირთვული ძალა, როცა საქმე ეხება თავისუფლებისთვის ბრძოლას, დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლას, თავისუფლებისთვის ბრძოლა იღებს სხვადასხვა ფორმას როგორც ვხედავთ და სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ მიზანი ყოველთვის უცვლელია. სოციალური, პოლიტიკური თუ სხვა მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, თავისუფლების უზრუნველყოფა. მე ამჟამად ვარ ძალიან ავად, რაც არასწორი მოპყრობის პირდაპირი შედეგია, ისეთი მოპყრობის, რომელიც პირდაპირ ზიანს აყენებს ჩემს ჯანმრთელობას. არაერთი ექიმი ხაზს უსვამს იმას, რომ მე შეიძლება გარდავიცვალო და ქართული ოცნების აზრით ამაში კვლავ მე ვარ დამნაშავე. მჯერა რომ მსოფლიო უნდა არსებობდეს ავტოკრატების, ოლიგარქების და შიშის გარეშე. მე იმედი მაქვს, რომ ვიცოცხლებ იმდენ ხანს რომ ეს ახალი სამყარო ვიხილო, რომელიც ამგვარი შიშისგან იქნება თავისუფალი.

ყოფილი პრეზიდენტის მიმართვა მისმა შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ნორვეგიაში, სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემის დროს წაიკითხა. ექსპრეზიდენტს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის პრიზი გადაეცა. [სინქრონული თარგმანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
  2. "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
  3. ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას
  4. ირაკლი კობახიძე: ჩამოყალიბდება ტექნიკურ მიმართულების ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი
  5. სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პოლიტიკურ დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები

NASA-ს ზონდ "ჯუნოს" მონაცემების მიხედვით, იუპიტერი იმაზე ოდნავ მცირე ზომისაა, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა.…