მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
ფოტო: TBC
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 130 მილიონი ლარის ოდენობის, საკრედიტო პორტფელით უზრუნველყოფილი, 3 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა, საიდანაც 100 მილიონი ლარი წარმატებით განათავსა. დარჩენილ თანხას კი, წლის განმავლობაში, კომპანიის ლიკვიდობის საჭიროების შესაბამისად განათავსებს. აღნიშნული განთავსება კომპანიისთვის ბაზარზე პირველადი ემისიაა.
გამოშვებული ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი TIBR + 2.0%-ით განისაზღვრა, რაც საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დაბალი განაკვეთია.
კომპანიის საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ის მიერ, B+ დონით და სტაბილური პერსპექტივით განისაზღვრა. განთავსების იურიდიული მრჩეველი BLC Law იყო.
რიკო ექსპრესის მიერ, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 100 მილიონი ლარი, სრულად კომპანიის არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებას მოხმარდება.
განთავსებული ობლიგაციების ძირითადი ინვესტორები კომერციული ბანკები არიან. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.
ისტორიულად, თიბისი კაპიტალს ჯამში 60-ზე მეტი ობლიგაცია აქვს განთავსებული. მათ შორისაა 8 ევროობლიგაცია, რომლებიც ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე განთავსდა. 2022 წლის მონაცემებით, კაპიტალის ბაზარზე თიბისი კაპიტალი ლიდერია და ჯამური განთავსების მოცულობის მიხედვით, ბაზრის 77%-ს იკავებს.
რიკო ექსპრესის შესახებ:
რიკო ექსპრესI, დროთა განმავლობაში, ფინანსურ სექტორში ერთ-ერთ მოწინავე მოთამაშედ ჩამოყალიბდა და დღეს საქართველოში #1 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა პორტფელისა და კაპიტალის მიხედვით. 2007 წელს კომპანიას ოფიციალურად მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი. „რიკო ექსპრესი“ მომხმარებელს სთავაზობს მყარ და მაღალსარგებლიან სერვისებს: სალომბარდე სესხებს, ფულად გზავნილებს, კონვერტაციებსა და თამასუქებს. „რიკო ექსპრესი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 53 ფილიალს აერთიანებს და 1.5 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება.
თიბისი კაპიტალის შესახებ:
თიბისი კაპიტალი საქართველოს ბაზარზე #1 საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით, თიბისი კაპიტალი ემსახურება კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფს. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და ხელს უწყობს სტრატეგიულ ინვესტორებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tbccapital.ge
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები