NGO-ების ცნობით, აქციებზე დაკავებულებს გვიან ღამით უკავშირდებიან, რომ დილით სასამართლოში გამოცხადდნენ
ფოტო: Reuters
არასამთავრობო ორგანიზაციები 7-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებზე განცხადებას ავრცელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პარალელურად, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მასობრივ უკანონო დაკავებას.
- მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მა მიიღო დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, მათთვის ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას.
- "ამ დროისთვის არ დასრულებულა საქმეთა განხილვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ ეტაპობრივად წარადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს სასამართლოში", — აღნიშნავენ ისინი.
დეტალები: აკრიტიკებენ იმას, რომ სასამართლომ დაუსაბუთებელი დადგენილებები მიიღო და შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმები შეუფარდა დაკავებულებს.
- ასევე, აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი პროცედურულად სრულიად არაორგანიზებულად მიმდინარეობს — "ერთი მხრივ სამინისტროს მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა".
- მათი ინფორმაციით, უმეტესად, სამინისტროს წარმომადგენელი მოქალაქეებს გვიან ღამით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მომდევნო დილას უნდა გამოცხადნენ სასამართლოში. სხვა შემთხვევებში კი მხოლოდ 1-2 საათით ადრე აწდვიან ინფორმაციას.
- "საქმეებს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მორიგე მოსამართლე განიხილავს, რომლის ვინაობაც ხშირად უცნობია და მისი ვინაობის გაგების შემდეგაც კი შეუძლებელია სასამართლოს შემადგენლობისგან პროცესის გამართვის დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება".
NGO-ების განცხადებით, ამ პირობებში, ორგანიზაციების ადვოკატებს, რომლებიც დაკავებულების უფლებებს იცავენ, დილიდან გვიან ღამემდე, სამუშაო პირობებისა და სივრცის არარსებობის გარეშე უწევთ სასამართლოში უშედეგონ ლოდინი.
- "ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი მთელი დღის განმავლობაში, რაც სრულიად გაუმართლებელია. ამ პირობებში შეუძლებელია მარწმუნებლის ეფექტიანი დაცვა, ასევე მოწმეთა და სხვა ტიპის მტკიცებულებების დროულად მოძიება და სასამართლოში წარდგენა".
- "ასევე, შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ხშირად მთელი დღის განმავლობაში მომლოდინე პირების და მათი ადვოკატების პროცესების სხვა დროისთვის გადადება ხდება, თუმცა, ამაზე სასამართლო მხარეებს ინფორმაციას მხოლოდ მთელი დღის ლოდინის შემდეგ, გვიან ღამით აწვდის".
მოუწოდებენ შსს-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების სასამართლოში წარდგენის თარიღი გონივრული ვადით ადრე აცნობოს მხარეებს.
- უზრუნველყოს საქმეში არსებული მასალების მხარეებისთვის დროულად, პროცესის დაწყებამდე გადაცემა.
- ასევე, მოუწოდებენ სასამართლოს, საქმის განხილვა ორგანიზებულად წარმართონ, დროულად გასცენ ინფორმაცია სასამართლო პროცესის თარიღსა და დროზე და მხარეებს ადვოკატებთან ერთად მისცენ შესაძლებლობა, სამუშაო საათებში მიიღონ პროცესებში მონაწილეობა და დაუთმონ სივრცე შესაბამისი შეხვედრებისთვის.
- ასევე, მათი მოთხოვნაა, მოქალაქეების შუამდგომლობის გათვალისწინებით, საქმეთა განხილვა გადადოს იმ ვადით, რაც საჭირო შეიძლება იყოს მხარისთვის სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისთვის და მისი ეფექტიანი დაცვისთვის.
ხელმომწერები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, ISFED, უფლებები საქართველო.
- ასევე, ღია საზოგადოების ფონდი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები