აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში შემავალმა ჯგუფმა მერკურიმ Gzavnili.com შეიძინა
ფოტო: veli.store
აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში შემავალმა ჯგუფმა მერკურიმ, რომელიც ბრენდების — VELI.store, სქროლი და ქარი მფლობელია, კომპანია Gzavnili.com შეიძინა.
სქროლი და ქარი უკვე არაერთი წელია მომხმარებელს ისეთ ტრანსპორტს სთავაზობს, რომელიც მას დატვირთულ ქალაქში გადაადგილებას გაუადვილებს და ამით დროის დაზოგვაში დაეხმარება. ამ რესურსის გამოთავისუფლების მიზნით შეიქმნა საქართველოში წამყვანი ელ.კომერციის პლატფორმაც — VELI.store. ის 30 000-ზე მეტ უნიკალურ პროდუქტს ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყველა საჭირო ნივთი ონლაინ შეიძინოს, შეკვეთა მისთვის სასურველ დროის ინტერვალში მიიღოს და ამით დრო დაზოგოს.
კომპანია გზავნილი 12 წელია ოპერირებს და მის მთავარ მისიას, აშშ-დან საქართველოში ტვირთებისა და ამანათების ტრანსპორტირებას, წარმატებით ახორციელებს. ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ არსებული საქმიანობის გარდა, Gzavnili.com სრულფასოვანი ლოჯისტიკური ცენტრი გახდება.
"მერკურის ეკოსისტემის ტექნოლოგიური განვითარებისთვის Gzavnili.com-ის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიას აშშ-დან ამანათების ტრანსპორტირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც ჰყავს. Gzavnili.com-ის უპირატესობა არის ის, რომ კომპანიას აშშ-ში კარგად აწყობილი საოპერაციო სისტემა აქვს - ტვირთები და ამანათები გზავნილის კუთვნილი ტრანსპორტით გროვდება და მათი საქართველოში ტრანსპორტირების ფასიც ბაზარზე ყველაზე დაბალია. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ Gzavnili.com-ის არსებული ინფრასტრუქტურა და ის, ჩვენი რესურსების გამოყენებით, კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ", — აღნიშნავს არჩილ კახიძე, მერკური ჯგუფის თანადამფუძნებელი.
VELI.store საკუთარი საწყობითა და ავტომობილებით ოპერირებს, რაც მომხმარებლისთვის სასურველ დროის ინტერვალში მიწოდებას შესაძლებელს ხდის. თბილისში შენაძენის მიწოდებას, საშუალოდ 3 საათი სჭირდება. ამ სისტემის გამოყენებით მომხმარებელი Gzavnili.com-ის ამანათებსაც ბევრად სწრაფად მიიღებს.
Gzavnili.com პროდუქციის იმპორტშიც შეიტანს წვლილს, რაც ველის ვებგვერდზე განთავსებულ ასორტიმენტს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ხელმისაწვდომს გახდის.
"Gzavnili.com-ისთვის სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს. ვაპირებთ, როგორც საქართველოს მასშტაბით საქალაქთაშორისო გადაზიდვების შეთავაზებას, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამანათების გამოგზავნის სერვისის დამატებას. დაგროვილი გამოცდილებით და გამართული საოპერაციო მოდელით, აუცილებლად გავალთ მეზობელ ქვეყნებში, რათა მომხმარებელს ახალი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ", — ამბობს ჯუღა სიხარულიძე, Gzavnili.com-ის დირექტორი.
-
იტალიური დიზაინის ახალი სივრცე და გრანდიოზული ფასდაკლება გალერეა დემასში იტალიური დიზაინის ახალი სივრცე და გრანდიოზული ფასდაკლება გალერეა დემასში
-
AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები
გადახედვა
-
საჭიროა თუ არა რუტინა შვებულებაში საჭიროა თუ არა რუტინა შვებულებაში
-
რა უნდა ვიცოდეთ Full Card-ზე — მეგობარი ბარათი, რომლის იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს რა უნდა ვიცოდეთ Full Card-ზე — მეგობარი ბარათი, რომლის იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს
-
ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის დროული თანამშრომლობით, შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ სტატისტიკა და პაციენტები სიბრმავისგან ვიხსნათ ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის დროული თანამშრომლობით, შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ სტატისტიკა და პაციენტები სიბრმავისგან ვიხსნათ
-
ჩვენ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანი ერი ვართ — სომეხ მილიარდერს იესო ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკების აღმართვა სურს ჩვენ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანი ერი ვართ — სომეხ მილიარდერს იესო ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკების აღმართვა სურს
გადახედვა
-
კოსმოსური ობსერვატორია დედამიწაზე ვარდება, თუმცა NASA მის გადარჩენას აპირებს კოსმოსური ობსერვატორია დედამიწაზე ვარდება, თუმცა NASA მის გადარჩენას აპირებს
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო ელენე ხოშტარია: როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო
გადახედვა
-
პანჩის სიცხესთან გასამკლავებლად კონდიციონერს უყენებენ პანჩის სიცხესთან გასამკლავებლად კონდიციონერს უყენებენ
გადახედვა
-
აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც ბნელ მატერიას არ შეიცავს — რამ "გააქრო" ის აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც ბნელ მატერიას არ შეიცავს — რამ "გააქრო" ის
გადახედვა
-
კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
აჭარა ჯგუფი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თემურ უგულავას მემკვიდრეობა აჭარა ჯგუფი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თემურ უგულავას მემკვიდრეობა
გადახედვა
-
კანიე ვესტის კონცერტი აქ არასდროს არ უნდა ჩატარდეს — სან-ანტონიოს მერი 4 ივლისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას ითხოვს კანიე ვესტის კონცერტი აქ არასდროს არ უნდა ჩატარდეს — სან-ანტონიოს მერი 4 ივლისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას ითხოვს
გადახედვა
-
აქციებზე დაკავებული 573 პირი, დაკავებისას გაშიშვლების პრაქტიკა, შემზღუდავი კანონები — რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში? აქციებზე დაკავებული 573 პირი, დაკავებისას გაშიშვლების პრაქტიკა, შემზღუდავი კანონები — რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში?
გადახედვა
-
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერება საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერება
გადახედვა
-
როცა უბრალოდ ერთად ვართ — თეგეტაში მამის დღე აღნიშნეს როცა უბრალოდ ერთად ვართ — თეგეტაში მამის დღე აღნიშნეს
-
აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიძაბა — ტრამპის მუქარების გამო ირანულმა დელეგაციამ შეხვედრა დატოვა აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიძაბა — ტრამპის მუქარების გამო ირანულმა დელეგაციამ შეხვედრა დატოვა
გადახედვა
-
"დროა": ქვემო ქართლში საგანგაშო ზღვარს აღწევს ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური გავლენა, რასაც შეგნებულად ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმი "დროა": ქვემო ქართლში საგანგაშო ზღვარს აღწევს ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური გავლენა, რასაც შეგნებულად ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმი
გადახედვა
-
დუა ლიპას და კალუმ ტერნერის 5-დღიანი ქორწილი სიცილიაში — იხილეთ ფოტოები დუა ლიპას და კალუმ ტერნერის 5-დღიანი ქორწილი სიცილიაში — იხილეთ ფოტოები
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება ლევან ხაბეიშვილი: საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება
გადახედვა
-
"მაღალმა ჯარიმებმა მაქსიმალური შედეგი ვერ გამოიღო" — სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები კონკრეტული გრადაციით მცირდება "მაღალმა ჯარიმებმა მაქსიმალური შედეგი ვერ გამოიღო" — სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები კონკრეტული გრადაციით მცირდება
გადახედვა
კომენტარები