დეპუტატებს წიგნები "ლუციფერის მხილება" დაურიგეს — რას ამბობენ პარლამენტში
ინფორმაციას ამის შესახებ ლანა გალდავა და ირაკლი კუპრაძე ავრცელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ახალი არ არის, რომ რუსული კანონის ინიციატორები ხშირად ესხმიან თავს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის, ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს.
- ბოლო პერიოდში კი, კრიტიკაზე პასუხად, ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული წევრების ანტიამერიკული და ანტიდასავლური გზავნილები კიდევ უფრო გააქტიურდა.
- ამ რიტორიკას არც ქართული ოცნების წევრები ჩამორჩებიან — მაგალითად, ღარიბაშვილმა 12 მარტს ინტერვიუში, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მადისკრიდიტირებელი და პროპაგანდისტული განცხადებებით იყო გაჯერებული, ევროპარლამენტზე თქვა, რომ "მან ჯობია მიხედონ თავის თავს".
- ანტიდასავლური და პროპაგანდისტული რიტორიკა არაერთხელ გააკრიტიკეს თავად დასავლელმა პარტნიორებმა — მათ შორის, კელი დეგნანმა და ნედ პრაისმა.
- ეს წიგნიც, რომელიც პარლამენტში გამოჩნდა, სწორედ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ გზავნილებს შეიცავს.
წიგნის ავტორად ალექსანდრე ქოჩიაშვილია მითითებული. მას სახელად "ლუციფერის მხილება" ჰქვია, ხოლო ყდაზე თავისუფლების ქანდაკებაა გამოსახული.
- როგორც ლელოს წევრები წერენ, მასზე არაა მითითებული გამომცემლობა, ტირაჟის გარეშეა გამოშვებული და მაღალი პოლიგრაფიით არის დაბეჭდილი.
- "სად ვართ საქართველო!!!" — დატანილია ყდაზე.
- სოციალურ ქსელში გავრცელდა შიდა გვერდების ფოტოებიც, სადაც ავტორი წერს, რომ წიგნს უძღვნის "ყველა მოტყუებულს, გაძარცვულსა და განწირულს, რათა მისმა შვილებმა გაიგონ, რომ ნეოლიბერალიზმის გზით სიარული ერის თვითმკვლელობაა".
- ავტორისავე სიტყვებით, წიგნი სხვებთან ერთად პარლამენტარებს, სასულიერო პირებსა და "სამოქალაქო საზოგადოების" აქტვისტებს გამოადგებათ.
გალდავა და კუპრაძე აღნიშნავენ, რომ წიგნში ამერიკა ლუციფერადაა წარმოჩენილი, საუბარია კონსპირაციულ თეორიებზე და ანტისემიტური ნარატივითაა გაჯერებული.
- "ანტისახელმწიფოებრივი იდეებით, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ, ყველა სახის ფობიის და შეთქმულების თეორიის შიგთავსით და გვირიგდება ჩვენ… ვინ დგას ამ წიგნის უკან?", — წერს გალდავა.
- დეპუტატი, ასევე, რუსულ ჰიბრიდულ საფრთხეზე, დეზინფორმაციაზე, პროპაგანდასა და "ტვინების რეცხვის" მცდელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წიგნების დარიგება საკანონმდებლო ორგანოს შეურაცხყოფაა.
რას ამბობენ პარლამენტში: პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ისინი არასდროს არიგებენ წიგნებს და ეს ავტორმა, ალექსანდრე ქოჩიაშვილმა თავად გაუგზავნა.
- "ფოსტით მოვიდა საქმისწარმოების დეპარტამენტში და თანამშრომელმა გადასცა ყველას, ვისი სახელი-გვარიც იყო მითითებული, არამხოლოდ ოპოზიციას, უმრავლესობის წევრებსაც."
- ეს მაშინ, როდესაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე თაბახის ფურცლებსა და ფორმატის ქაღალდებზე დატანილი საპროტესტო წარწერები მედიის წარმომადგენლებს საკანონმდელო შენობაში არ შეგვატანინეს და ჩამოგვართვეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები