ბესიკ ხარანაული

8 Mar. 2023, 12:55

ღამე დილაში, ვარდი ქილაში

რაკი მშვიდობით გათენდა
ეს ღამე შვიდი მარტისა,
გამომხატველი აღარ ვარ
არავითარი დარდისა,
წავალ,
დავივლი გორებსა,
დავკრეფ
იების კონებსა,
და,
სათითაოდ მივართმევ
ჩემს ღამენათევ ქალებსა -
იებსა შენამსჭვალებსა,
ვარდებსა ფერნაცვალებსა,
ახალ დღის სიხარულისათვის
იმათ გახელილ თვალებსა,
დავკოცნი თვალუხილავად,
უსიტყვოდ ვეტყვი ალერსსა...
ქალებსა, ჩემსა ქალებსა,
გამხარებ-გამამწარებსა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
  2. ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
  3. მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
  4. წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
  5. ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს

როდესაც მგლების ხროვა მსხვერპლს დაედევნება და დაიჭერს მალევე იქ ყორანი ჩნდება. სანამ მტაცებლები ნადავლის ჭამას…