სალომე ზურაბიშვილი

7 Mar. 2023, 11:06

საქართველოს გამოცდილებაა, რომ გენდერული თანასწორობა წარმოადგენს დემოკრატიული სტაბილურობისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საყრდენს, რომელიც კარგად იყო გააზრებული და ნათლად ასახული საქართველოში, უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უკვე იმ დროს ჰყავდა ქალი ამომრჩეველი და არჩეული ქალები.

ვამაყობთ რა ჩვენი ისტორიით, ასევე ვამაყობთ ჩვენი მიღწევებითა და ახალი ვალდებულებებით და იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით, რომლებიც გადადგმულია სტამბულის კონვენციის დებულებების შესრულების თვალსაზრისით და 2021 წელს პარიზში, "გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ" და "ტექნოლოგიების მეშვეობით ქალთა გაძლიერების" კოალიციებში გაწევრიანებით "თაობათა თანასწორობის ფორუმზე" აღებული ვალდებულებებით. გადაიდგა ძირეული ნაბიჯები - შეიქმნა ოფიციალური სამუშაო ჯგუფი ფემიციდის პრევენციის შესახებ, ახალი სახელმწიფო კონცეფცია "გენდერული თანასწორობის შესახებ", ძალადობის მსხვერპლთათვის სოციალურ/სახელმწიფო სერვისები და მოხდა მათზე ბარიერის გარეშე წვდომა, გენდერული კვოტების შემოღება, რომელმაც გაზარდა ქალების რაოდენობა პარლამენტსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.

მიუხედავად ამ ხელშესახები პროგრესისა, საქართველო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. 24-35 წლის ქალების 48% არ არის ეკონომიკურად აქტიური, განსაკუთრებით, სოფლად და პოლიტიკოს ქალთა ნახევარზე მეტს, მათ შორის მეც, განუცდია რაიმე სახის ძალადობა.

ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი.

ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, [და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის.

აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  3. ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
  4. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი
  5. განათლების სამინისტრო: მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საგარეო უწყება: საქართველო ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC)…