ვოლვო ქარსი, მოთხილამურე ბუთა ელოშვილი და ვაით რებითს პარკი უსაფრთხოების იდეის ირგვლივ ერთიანდებიან
ფოტო: თეგეტა
უსაფრთხოების წესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სპორტის ნებისმიერ სახეობაში, მით უფრო — ექსტრემალურ სპორტში. სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ ვოლვო ქარ საქართველო, გუდაურის ვაით რებითს პარკი და მსოფლიო დონის ფრისტაილ მოთხილამურე ბუთა ელოშვილი. სამივე მათგანს აერთიანებს თავისუფლების სიყვარული და უსაფრთხოება — ეს არის მთავარი გზავნილი სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის, რომელთა ყურადღება ახლა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატისკენ არის მიპყრობილი.
"ვაით რებითს პარკში განთავსებულია ჩვენი ქალაქის SUV XC40, რომელსაც უსაფრთხოების მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდის მთავარი ღირებულებაა უსაფრთხოება არა მხოლოდ მანქანაში, არამედ მის მიღმა, ჩვენთვის ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ვიდეოებსა და პოსტებს, რომლებსაც ციფრულ მედიაში განვათავსებთ. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ვოლვო ქარ საქართველო ყოველთვის ცდილობს, მხარში დაუდგეს ახალგაზრდებს, იქნება ეს სპორტსმენი, მუსიკოსი თუ ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენელი", — ამბობს ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ კავკასიის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ფოტო: თეგეტა
ვაით რებითსის, ვოლვო ქარსისა და ბუთა ელოშვილის თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიებიც — მოყვარული მოთხილამურეები სასარგებლო რჩევებს მიიღებენ. შესაბამისი კონტენტი სოციალურ ქსელში განთავსდება.
"გადავწყვიტეთ, იმ აუდიტორიისთვის, ვისაც ზამთრის სპორტის სახეობები იზიდავს და უყვარს სრიალი, სასარგებლო ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რაც სრიალის დროს უნდა გაითვალისწინონ. უფრო ზუსტად, ციფრულ მედიაში ვუშვებთ ცალკე კამპანიას, ვამზადებთ ფოტო და ვიდეოკონტენტს, რომელშიც მოცემული იქნება რჩევები საჭირო აღჭურვილობაზე, ასევე, მაგალითად, როგორ უნდა გააკეთონ კონკრეტული ილეთი. ვფიქრობთ, დამწყები მოთხილამურეების დახმარებასაც შევძლებთ", — აცხადებს ელენე საბიაშვილი, ვაით რებითსის მარკეტინგის მენეჯერი.
უსაფრთხოების ფასი კარგად იცის ფრისტაილ მოთხილამურე ბუთა ელოშვილმა. ამბობს, რომ კერძო ბიზნესის მხარდაჭერას ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და სპორტული აქტივობებისას ფუნდამენტური წესების დაცვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველად ასპარეზობს და ბუთა წელს მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენს. ქართველი სპორტსმენი Slopestyle და Big Air დისციპლინებში მონაწილეობს.
ფოტო: თეგეტა
"ვაით რებითსთან და ვოლვოსთან თანამშრომლობა ხელს შემიწყობს, განვვითარდე, როგორც სპორტსმენი. ასევე შესაძლებლობა მაქვს, პოპულარიზაცია გავუწიო ფრისტაილს, რომელიც ტექნიკურ, საჰაერო-აკრობატულ დისციპლინებს აერთიანებს. ჩვენი მთავარი გზავნილია უსაფრთხოების წესების დაცვა ექსტრემალურ სპორტში, განსაკუთრებით კი ჩემს მიმართულებაში, რადგან ტრავმული სპორტია და ამის გამო ხშირად გვიწევს ხოლმე პაუზის აღება. შესაბამისად, უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია", — ამბობს ბუთა ელოშვილი, ფრისტაილ მოთხილამურე.
ვაით რებითსის, ვოლვო ქარ საქართველოს და ბუთა ელოშვილის თანამშრომლობის ფარგლებში, გუდაურის ვაით რებითსის პარკში მუსიკალური საღამოებიც დაიგეგმა. სამთო-სათხილამურო კურორტზე ჰიპ-ჰოპ ღონისძიება და სპორტული შეჯიბრება 25 თებერვალს უკვე გაიმართა. 25 მარტს კი გუდაურის სტუმრებისათვის ქართული ბენდი, ქვემეხი იმღერებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები