ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში, ორი ადამიანის, სავარაუდოდ მოკლული დედა-შვილის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ის განუცხადეს, მათთან დღეს შევიდა შეტყობინება და ამჟამად, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კირმინალისტები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა, რაც დამამძიემებლ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.