შალვა პაპუაშვილი

27 Feb. 2023, 16:13

[ელისაშვილმა] თქვა, რომ მას აქვს კატეგორიული პროტესტი, ვინაიდან მის მიერ დაშვებული საშვით ხალხი ვერ შემოვიდა შენობაში, პირიქით, მე მაქვს კატეგორიული პროტესტი მის მიმართ და სხვა კოლეგების მიმართ, რომლებიც ბოროტად იყენებენ იმ პრივილეგიას, რომელიც მინიჭებული აქვთ მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ვინაიდან ეძლევათ შემოუშვან საშვით სტუმრები თავისთან. 

ჩვენ ვნახეთ, წინა შემთხვევაშიც, ბიუროს სხდომა როდესაც იყო, გარკვეული აქციასავით მოწყობილი, მაშინაც დეპუტატებმა დაუშვეს და შემოუშვეს სხვადასხვა პირები იმისთვის, რომ აქცია მოეწყოთ პარლამენტის შენობაში მათი კოლეგებისთვის. 

პირველი, პარლამენტის შენობა, ადმინისტრაციული შენობა არ არის ადგილი, სადაც დაშვებულია შეკრება და აქციის გამართვა. ეს მე მგონია, პარლამენტის წევრებმა ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ. რაც შეეხება შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, ყველას შეუძლია, თუ კი რაიმე საკითხზე აქვთ პროტესტი, მოქალაქეებს ვგულისხმობ, გამოხატონ. მაგრამ როდესაც ეს ხდება შენობაში, სადაც ხდება ხელის შეშლა საქმიანობისთვის, ეს არ არის დაშვებული. ეს არის კანონი, ეს არის ის, რაზეც შეთანხმდა ქართველი ხალხი ამ კანონით. თუ ბატონი ალეკო ქართველ ხალხს პატივს არ სცემს, რომელიც ამაზე შეთანხმდა, რომ პროტესტი იყოს, მაგრამ ადმინისტრაციულ შენობებში არა. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს.

მე ალეკო ელისაშვილთან მქონდა კომუნიკაცია და ვკითხე, მასთან მიდიან, თუ აპირებს ადამიანების შემოშვებას, რომლებსაც აქვთ სურვილი, აქცია გამართონ ბიუროს ოთახთან. მან მართლაც, მითხრა, რომ უნდა მოიყვანოს აქ აქციაზე ხალხი. უფლება არ აქვს, დაუშვას საშვი, როდესაც მათთან არ მოდიან და მეორე, ეს არაკოლეგიალურია...

ასევე იყვნენ სხვა კოლეგებიც, მათთანაც მქონდა კომუნიკაცია, რომლებმაც დამალეს ეს ფაქტი. მითხრეს, აი, ჩემთან მოდიან სტუმრად და ახლა ეს ადამიანები დგანან ბიუროს სხდომასთან. ესეც გარდა იმისა, რომ არაკოლეგიალურია, მათ შორის ეწინააღმდეგება საშვის დაშვების წესს. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე. ბიუროს პარალელურად მედიის წარმომადგენლები აქციას ვმართავდით ანტი დასავლური ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. რამდენიმე მედიაორგანიზაციამ დამატებითი საშვები დეპუტატებს დააშვებინა — წინა აქციისას ამ მეთოდის გამოყენებით არაერთი ჟურნალისტი შევიდა პარლამენტში, თუმცა ამჯერად მათ დამტკიცებული საშვები გაუუქმეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  5. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე

ლორწოვანი სოკოები მოლიპულ, ბუნდოვანი ფორმის არსებებია. ეს არაა ნამდვილი ობის სოკო. ის სოკოების სამეფოსაც კი არ…