ხელისუფლებას დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიდგომა არ აქვს და ხშირად თავადაა გამავრცელებელი
ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშშია საუბარი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დეზინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
- განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, როცა პროპაგანდა ბრძოლის იარაღად იქცა, საქართველო კი რუსეთის საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება.
- Facebook-მა არაერთხელ წაშალა დეზინფორმაციული რუსული ქსელები, რომელთა მიზანიც საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა იყო.
- ასევე, წაიშალა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული არაავთენტურ ქმედებებში ჩართული გვერდები.
- ვხედავთ, როგორ ესხმიან თავს არაიდენტიფიცირებადი თუ იდენტიფიცირებადი პროფილები უმცირესობებს, აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველს და ხშირად ხელისუფლების მესიჯბოქს იმეორებენ.
- ანგარიშის თანახმად, ამ გამოწვევასთან გამკლავების პოლიტიკური ნება არ არსებობს და ანტიდასავლური გზავნილების გამავრცელებელი ხშირად თავად ხელისუფლებაა.
- მაგალითად, მმართველი ძალისგან ფორმალურად გამიჯნული პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად პრორუსულ ნარატივს აჟღერებენ.
დეტალები: TI-ის განცხადებით, პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან გამოწვევის ზუსტი ანალიზი.
- ხშირ შემთხვევაში მათი ქმედებები ფორმალურია ან იმართება მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგით.
- ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება არ არის ეფექტიანი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ხალხის დროული ინფორმირებისა და მავნე გავლენის შემსუბუქების კუთხით.
- "ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური, მადისკრედიტირებელი და დეზინფორმაციული განცხადებები დასავლელი პარტნიორების, ელჩების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მოსახლეობაში თესავს სკეპტიციზმს დასავლეთის მიმართ, ყოფს საზოგადოებას და აძლიერებს რუსული დეზინფორმაციის გავლენებს ქვეყანაში", — წერს გამჭვირვალობა საქართველო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას ოპონენტების, კრიტიკული მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
- ამას კი სოციალურ ქსელებში არაავთენტური ანგარიშებისა თუ ყალბი გვერდების გამოყენებით აკეთებს.
- ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია სახელისუფლებო პროპაგანდისა და ნარატივებით თავდასხმა დასავლელ და უკრაინელ პარტნიორებზეც.
- გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, არ თანამშრომლობს მათთან, ვინც დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით მისი მთავარი მოკავშირეები უნდა იყვნენ.
რეკომენდაციები, რომლებსაც ორგანიზაცია სახელმწიფოს უზიარებს, ასეთია:
- ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეწყვიტონ ანტიდასავლური და მადისკრედიტებელი განცხადებები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია.
- შეიქმნას საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიან და დროში გაწერილ მიზნებს, პასუხისმგებელ უწყებებსა და შესაძლო აქტივობების ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებს.
- შემუშავდეს ერთიანი მესიჯი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.
- პროაქტიულად ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება დეზინფორმაციულ ნარატივებთან დაკავშირებით, რათა მოქალაქეები მომზადებული შეხვდნენ მას და შემცირდეს დეზინფორმაციის გავლენა.
- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ხელისუფლებამ დეზინფორმაციულ გამოწვევებს მყისიერად და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით უპასუხოს.
კონტექსტი: უკრაინაში ომის დაწყებამდე ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო საზოგადოების დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობის შეფასება — შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხშირად აწყდება დეზინფორმაციას და არ შეუძლია მისი ამოცნობა.
- გამოკითხულთა 32% ამბობს, რომ არ გადაამოწმებდა სავარაუდოდ ყალბ ინფორმაციას, მხოლოდ 24 პროცენტია მათი რიცხვი, ვინც ალტერნატიულ წყაროს მოძებნიდა.
- კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის მესამედი მოწყვლადია ანტიამერიკული დეზინფორმაციული გზავნილების მიმართ და უმრავლესობა მოწყვლადია ანტითურქული დეზინფორმაციული გზავნილების მიმართ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები