კახა კალაძე

25 Jan. 2023, 11:44

მესმის, პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია და ამის მიზეზიც აბსოლუტურად გასაგებია ყველასთვის. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ეს არის ჩვენი ქალაქის ცენტრალური ნაწილი და რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს ის, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია.

რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება, ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება დედაქალაქში და ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით. მთლიანად ნარჩუნდება ლაგუნა ვერეს ტერიტორია და მეტიც, ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს.

რა თქმა უნდა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ ქართუს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში და რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით მოვახდენთ არსებული სივრცის მოწესრიგებას და ერთად განვსაზღვროთ, როგორი ფორმით განვახორციელოთ აღდგენითი სამუშაოები, რეაბილიტაცია, როგორ უნდა იყოს გაკეთებული.

ჩვენ მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინებს და ერთად ვიმუშაოთ საზოგადოებასთან ერთად, საზოგადოების ჩართულობით მოვახდინოთ არსებული სივრცის რეაბილიტაცია. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პროექტი, რომელიც გმირთა მოედნისა და ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 2 ცათამბჯენის აშენებას ითვალისწინებს, რასაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ამ საკითხზე დღეს მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  5. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე

ლორწოვანი სოკოები მოლიპულ, ბუნდოვანი ფორმის არსებებია. ეს არაა ნამდვილი ობის სოკო. ის სოკოების სამეფოსაც კი არ…