ძველიშვილი: განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან, დიპლომატები გვხვდებიან, რაც მნიშვნელოვანია
ფოტო: ნატა ძველიშვილი/Facebook.com
ჟურნალისტების შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან დასრულდა. ჟურნალისტები ელჩს თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი კოლეგის, აფგან მუხტარლის საქმეზე შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი, რომელმაც თქვა:
"განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან, დიპლომატიური კორპუსი გვხვდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შეშფოთება გავუზიარეთ ელჩს და ამ შეშფოთებას ისიც იზიარებს. როგორც მან თქვა, ისინი ხვდებიან ჩვენი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, პრეზიდენტს და ცდილობენ ინფორმაციის მოგროვებას, რის შემდეგაც ისინიც გააკეთებენ დასკვნებს.
ჩვენ გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინოს. გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ შევხვდეთ ყველას, ვისაც შეიძლება რამე უნარი შესწევდეს გავლენა მოახდინოს ჩვენს ხელისუფლებაზე".
შეხვედრაზე იმყოფებოდა სტუდია მონიტორის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ნანა ბიგანიშვილიც
"ჩვენ აღშფოთებული ვართ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მესამე დღეა შევიტანეთ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, არ გვხვდება არავინ და არ გვეუბნებიან, რა ხდება. ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, მივაწოდეთ ბატონ ელჩს. მან გვითხრა, რომ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ამ საქმით. მისივე თქმით, დიდი განსხვავებაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ისინი ვერ გააიგივებენ ამ ორ ქვეყანას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ ამ ფაქტმა (გატაცებამ) ჩამოშალა მითი, თითქოს მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან, ასე თუ ისე, დაცულია სიტყვის თავისუფლება".
ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩის შემდეგ, 6 ივნისს, შეხვდებიან საქართველოში აშშ-ს ელჩს.
29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული, 31 მაისს კი, აზერბაიჯანის სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს. თბილისში რამდენიმე დღეა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მუხტარლის მხარდასაჭერ აქციებს მართავენ. საქართველოს პრემიერმინისტრმა მოუწოდა პრეზიდენტს, მუხტარლის ცოლ-შვილს დაჩქარებული წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. მუხტარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ On.ge-ს უთხრა, რომ მას არ სჭირდება იმ ქვეყნის მოქალაქეობა, საიდანაც მისი ქმარი გაიტაცეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები