გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2022-ის ფინალისტები გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნის ნომინაციაში
ფოტო: თიბისი
ბიზნესის წარმატებისთვის მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი და ეფექტური სარეკლამო კამპანია საკმარისი აღარაა — ხშირად გადამწყვეტ როლს მომხმარებელთან ურთიერთობა და მათთვის გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა თამაშობს. ამაში გასაკვირი არაფერია — ყველას იქ უფრო მიგვიწევს გული, სადაც ვიცით, რომ თბილად და ხელგაშლილები დაგვხვდებიან.
სწორედ ამიტომ რიგით მეშვიდე ბიზნესდაჯილდოებაზე თიბისიმ ახალი ნომინაცია წარადგინა, რომელშიც ბიზნესი გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის დაჯილდოვდება.
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნის ნომინაციაში წელს 3 ფინალისტია წარდგენილი. ამ სტატიაში კი მათ ისტორიებს, ღირებულებებსა და სამომავლო გეგმებს გაგაცნობთ:
Veli.store
ფოტო: თიბისი
საყიდლებზე სიარული ბევრისთვის დისკომფორტთან და დაღლილობასთან ასოცირდება, შესაბამისად ბაზარზე veli.store-ის გამოჩენას საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. veli.store საქართველოში შექმნილი ელ.კომერციის პლატფორმაა, რომელიც ადამიანებისთვის დროის დაზოგვით საყიდლების რუტინას ცვლის და ახალ კულტურას აყალიბებს.
"ახალი პლატფორმის შექმნის იდეა, პირველ რიგში, განაპირობა ჩვენმა 'ტკივილმა', რომელსაც ყოველდღიური საყიდლების ონლაინ შეძენის დროს, მომხმარებლის ამპლუაში ყოფნისას განვიცდიდით. უფრო ზუსტად, იმ არასრულყოფილმა გამოცდილებამ, რომელსაც საქართველოში e-commerce-ით სარგებლობისას ვხვდებით", — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი მარიამ ცანავა.
ციფრული პლატფორმა ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და სამომხმარებლო გამოცდილების დიზაინის პრინციპებს ეყრდნობა. ველიზე ნივთების შერჩევა 14 კატეგორიიდანაა შესაძლებელი, ესენია: ტექნიკა, წიგნები, სილამაზე & თავის მოვლა, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები და ა.შ. კატეგორიები და პროდუქცია პლატფორმას ყოველდღიურად ემატება. ნაცნობ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებს ველიზე ექსკლუზიურად წამყვანი საერთაშორისო ბრენდების პროდუქციის ყიდვის შესაძლებლობაც აქვთ.
"გვიხარია მომხმარებლების მუდმივი დადებითი უკუკავშირი, რომელიც ძალიან ბევრგან შეგხვდებათ სოციალურ ქსელებში", — ამბობს მარიამი და განმარტავს, რომ ველი მომხმარებელთა საჭიროებებზე სრულად ფოკუსირებული კომპანიაა. ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებასა და კომფორტული სერვისის შექმნაზე.
მარიამის თქმით, ბიზნესდაჯილდოება ქართულ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია და ველისთვის, როგორც სტარტაპისთვის, მასში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა:
"ეს კონკურსი გვეხმარება, კიდევ ერთხელ დავინახოთ ჩვენი ყოველდღიური დროისა და ძალისხმევის შედეგი, რომელსაც მომხმარებელი მუდმივად აღნიშნავს. ველიში ვაფასებთ ამ შესაძლებლობას და ამ კონკურსში გამარჯვებაც ძალიან სასიამოვნო იქნება. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ნომინაციაში გამარჯვება კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება იმისა, რომ ჩვენს მისიას ვასრულებთ", — აღნიშნავს მარიამი.
პაცცა
ფოტო: თიბისი
როცა ქალაქში საუკეთესო პიცაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი პაცცა გვახსენდება. თუმცა სანამ პაცცა გურმანების ერთ-ერთ რჩეულ ადგილად იქცეოდა, მისმა დამაარსებლებმა დიდი გზა გაიარეს.
პაცცას დამაარსებლებმა — არჩილ ზამბახიძემ და ქეთი პაპავამ — კულინარიული საქმიანობა 2014 წელს ვიდეობლოგების ჩაწერით დაიწყეს. ბლოგების წარმატებას რეცეპტების ორი წიგნის გამოშვება მოყვა, რომლებმაც საზოგადოებაში განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა. შეგროვებული ფულით ვაკეში პატარა ფართი იქირავეს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ხელნაკეთი პასტის დამზადება ჰქონდათ გადაწყვეტილი, გეგმა მალევე შეეცვალათ, რადგან ნაქირავებ ფართში ჩაშენებული ღუმელი აღმოაჩინეს.
ასე გამოჩნდა ქალაქში "დამწვარი პიცა". ნაპოლიტანური ტრადიციით მომზადებულმა პიცამ მომხმარებლების სიყვარული მალევე დაიმსახურა. მალე პაცცას სახელი პიცის ყველა მოყვარულმა დაიმახსოვრა, თუმცა წარმატებასთან გამკლავება და ახალ გამოწვევებთან ადაპტირება კომპანიისთვის მარტივი არ აღმოჩნდა. გაზრდილმა მოთხოვნამ დღის წესრიგში ბიზნესის გაფართოების აუცილებლობაც დააყენა:
"მივხვდით, რომ ბიზნესს როცა იწყებ, მარტო კრახისთვის კი არ უნდა იყო მზად, არამედ იგივე მზადყოფნა უნდა გქონდეს წარმატებისთვის, რადგან ამასთან გამკლავებაც საკმაოდ რთულია", — ამბობს არჩილი.
გემრიელი პიცის გარდა პაცცამ მომხმარებელთა სიყვარული უშუალო დამოკიდებულებითაც დაიმსახურა. არჩილის თქმით, მათი მეგობრული დამოკიდებულება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ამ უშუალობასა და გულწრფელობას მომხმარებელი ძალიან აფასებდა. სწორედ ამ ურთიერთობის დამსახურებით აღმოჩნდა პაცა ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი ფინალისტი:
"ფინალისტობა უზარმაზარ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ვერ გეტყვით, რომ გამარჯვება მეორეხარისხოვანია, მაგრამ ფინალისტობა უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაც სწორად გააკეთე. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს".
მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს თუ არა ბიზნესდაჯილდოებაზე, პაცცამ ზუსტად იცის, რომ განვითარება არასდროს უნდა შეწყვიტოს. ამასთან ერთად, არც ის ავიწყდებათ, რომ გულწრფელობა და მომხმარებელთან მეგობრობა არ უნდა შეიცვალოს:
"ჩვენ ყოველდღე რაღაცას ვცვლით, ყოველდღე რაღაცას ვსწავლობთ, ისევე როგორც ყველა. ბუნებრივია, ცვლილებებისთვის ყოველთვის მზად ვართ. თუმცა ზუსტად ვიცით, რა არ უნდა შევცვალოთ — ის, რაც ჩვენში ხალხს უყვარს: კარგი პროდუქტი და გულწრფელი დამოკიდებულება მომხმარებელთან".
სასტუმრო "ეპიზოდი"
ფოტო: თიბისი
სასტუმრო "ეპიზოდის" შექმნის იდეა პანდემიამდე, 2018 წელს გაჩნდა. პანდემიის პერიოდში სამშენებლო პროცესი არ შეჩერებულა და მოგვიანებით გაიხსნა სივრცე, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ კომფორტულად იმუშაონ და მწვანე გარემოთი ისიამოვნონ.
"როგორც იცით, ქვეყანაში და რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია არ არის ტექ-მეგობრული. სასტუმრო "ეპიზოდის" მთავარი მისიაა ინდუსტრიაში სიახლისა და ტექნოლოგიის შემოტანაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს უკეთესი გამოცდილება შევუქმნათ", — ამბობს სასტუმრო "ეპიზოდის" წარმომადგენელი მარიშა გოგოლაური.
"ეპიზოდისთვის" მთავარი მომხმარებელი, მისი დრო და სურვილებია. მარიშას თქმით, სასტუმრო ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის აზრსა და უკუკავშირს, შემდეგ კი საჭირო ცვლილებებს მყისიერად ახორციელებს.
"ჩვენი სტანდარტია, რომ მომხმარებლების 100%-ს შეფერხების გარეშე შეეძლოთ სასტუმროს ყველა მომსახურების დამოუკიდებლად მიღება. ჩვენ შევქმენით ე.წ კიოსკი ადამიანებისთვის, რომლებსაც ადგილზე ურჩევნიათ რეგისტრაციის გავლა, არ უყვართ კონტაქტი და ამჯობინებენ დროის დაზოგვას. ასევე შევქმენით აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ჩვენს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას დარეგისტრირდნენ, გადაიხადონ და ადგილზე მიიღონ ნებისმიერი მომსახურება. ასევე გვაქვს ვებგვერდიც", — ამბობს მარიშა.
სასტუმრო "ეპიზოდისთვის" ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა და აღიარების მოპოვება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია:
"ჩვენი ბიზნესმოდელი ახალი სიტყვაა რეგიონის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, შესაბამისად პირველი ნაბიჯების გადადგმისას ნებისმიერი აღიარება მნიშვნელოვანია. ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობა დიდი აღიარებაა ჩვენთვის, რადგან უამრავ საინტერესო ბიზნესს შორის მოვხვდით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ნომინაციაა, რომლის ფინალისტებს შორისაც ვართ."
სასტუმროს სამომავლო გეგმებს შორის ბიზნესდაჯილდოებაზე საკუთარი თავის წარდგენის გარდა, სწრაფი განვითარება და მომსახურების პროცესის კიდევ უფრო გამარტივებაა.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2016 წლიდან იმართება და მას შემდეგ, ყოველ წელს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს ქართულ კომპანიებს. წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასეთი სიახლე ახალი ნომინაციაა — გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის — სადაც შემფასებლის როლს, სხვათა შორის, თავად მომხმარებლებიც მოირგებენ. ამ კატეგორიის გარდა, წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან საუკეთესო პროდუქტის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის, რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისა და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციებში.
ამასთან, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ — გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.
რაც შეეხება პრიზებს, 2022 წლის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებულ ბრენდებს შესაძლებლობა ექნებათ, სამი შეთავაზებული ჯილდოდან მათთვის სასურველი აირჩიონ: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ნაწილი დეკემბერში გაიმართება და სწორედ მაშინ შევიტყობთ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულების ვინაობას.
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
კომენტარები