ჩაბუქის საქმე: ანკარა საქართველოში კერძო სკოლების კონფისკაციას ცდილობს
საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის მორიგი კაპრიზი აღასრულა. თურქეთის პრემიერ ბინალი ილდირიმის ვიზიტის დასრულებიდან 24 საათში, თბილისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, პროფესორი მუსტაფა ემრე ჩაბუქი "ტერორიზმთან კავშირის გამო" დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უკვე მიუსაჯა სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა.
38 წლის ჩაბუქი მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მწვავე ოპონენტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მწერალსა და მქადაგებელს ფეთულა გულენს ეკუთვნის.
ეს ქსელი საქართველოში ერთ უნივერსიტეტს და ხუთ საშუალო სკოლას ფლობს. ჩაბუქი 15 წელია საქართველოში მუშაობს, თავიდან ფიზიკის მასწავლებელი იყო, შემდეგ, ბათუმის რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლის დირექტორი, 2012-2016 წლებში კი ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
2017 წლის თებერვლის დასაწყისში, როცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დემირელის სახელობის სკოლის დამფუძნებლებმა: ჯიჰან აქინმა, იუსუფ ალთაშმა, აიჰან არსლანმა და რესულ დიქმენმა საქართველოში ბიზნესის გადარჩენის მიზნით, საკუთარი წილების ამერიკულ კომპანია „მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისზე“ გადაფორმება დაიწყეს, ყველა მათგანის მინდობილი პირი და პარტნიორთა კრების თავმჯდომარე სწორედ მუსტაფა ემრე ჩაბუქი იყო.
ამერიკის ხმამ რვა თებერვალს ექსკლუზიურად უკვე გიამბოთ, რომ თურქეთის მოთხოვნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ეს გარიგება დაბლოკა. ცხრა თებერვალს, თბილისის აეროპორტიდან უკან გერმანიაში გააბრუნეს, ჩაღლარის ქსელის ერთ-ერთ დამფუძნებელი ბიზნესმენი ჯიჰან აქინი.
საქართველოს ტერიტორია ასევე დაატოვებინეს „მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისის“ მინდობილ პირს, აშშ-ის მოქალაქე ზაფერ სუსლუს.
ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე ამბობს, რომ არსებული ბრალდებით მუსტაფა ემრე ჩაბუქის ტერორიზმთან დაკავშირება აბსურდულია, ხოლო მისი ექსტრადირება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციის საკითხია.
„მუსტაფა ემრე ჩაბუქი იყო დაქირავებული პირი დემირელის სკოლაში და ის ბუნებრივია არ და ვერ გადაწყვეტდა ვისზე უნდა გასხვისებულიყო პარტნიორთა წილები. საერთოდ წარმოუდგენელია ამასთან დაკავშირებით ადამიანს ბრალი წაუყენო.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი იყო დაქირავებული პირი დემირელის სკოლაში და ის ბუნებრივია არ და ვერ გადაწყვეტდა ვისზე უნდა გასხვისებულიყო პარტნიორთა წილები. საერთოდ წარმოუდგენელია ამასთან დაკავშირებით ადამიანს ბრალი წაუყენო.
რაც შეეხება საკითხს, რომელიმე მოქალაქე თუ ორგანიზაცია არის თუ არა დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციასთან, აფინანსებს თუ არა ტერორიზმს, ეს ნამდვილად სცილდება ერთი კონკრეტული კერძო პირის კომპეტენციას, რომელიც ამ სკოლაში წლებია პედაგოგად მუშაობდა.“
2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ფეთულა გულენის დაკავშირების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გულენის მოძრაობა "ჰიზმეთის" (მსახურება) წევრებს ავიწროებს, აპატიმრებს და უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაციას ცდილობს. ეს ქსელი 140 ქვეყანაში 1400-მდე სასწავლო დაწესებულებას მოიცავს.
ბოლო ერთი წლის მანძილზე, ხისტი პოლიტიკური ზეწოლის შემდეგ, მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე, თურქეთმა 31 სკოლის, 16 სასწავლო ორგანიზაციისა და 15 სტუდენტური საცხორებლის კონფისკაცია მოახდინა და ის სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ განათლების სამინისტროს "მაარიფის სახელმწიფო ფონდს" (Maarif Foundation) დაუქვემდებარა.
ფეთულა გულენის სკოლები „მაარიფის ფონდს“ უკვე გადასცეს სომალიში, კონგოში, გვინეაში, ნიგერში, სუდანსა და ბურუნდიში. უახლოეს მომავალში, თურქეთი ასეთ გადაწყვეტილებას ელოდება ჩადის, სენეგალის, გაბონის, ბურკინა-ფასოს, მადაგასკარის, მავრიტანიისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან.
საქართველოში, თურქეთის ღია ზეწოლით, უკვე დაიხურა რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლა ბათუმში, აკრედიტაცია ასევე შეუჩერდა ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას თბილისში, ჩაღლარის დანარჩენ სასწავლო დაწესებულებებში კი ფინანსური პოლიციაა შესული.
თურქეთი ასევე მოითხოვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადემ ონალის, რექტორ ილიას ჩილოღლუს და ჩაღლარის ქსელის სხვა პასუხისმგებელი პირების დაპატიმრებას. თუ ეს დაწესებულებებიც "მაარიფის ფონდს" გადაეცემა, მაშინ იქ სწავლა უკვე თურქეთის განათლების სამინისტროს სტანდარტებით გაგრძელდება.
ოფიციალურ თბილისი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დასაქმებული თურქეთის მოქალაქეების დევნა თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთით ხდება. სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე ამბობს.
„ნუ დავაკავშირებთ პოლიტიკას კრიმინალთან, პოლიტიკური ნიშნით ამ ქვეყანაში, ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავება დასრულებულია და წარსულს ჩაბარდა.“
საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების საქმეზე "საქართველოს პროკურატურის პოზიცია პატიმრობის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოკლებულია სათანადო დასაბუთებას და შეუსაბამოა საქართველოს კანონმდებლობით და ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან".
როგორც საია, ისე სახალხო დამცველი, ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და "საერთაშორისო ამნისტია" აცხადებენ, რომ საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს. „2016 წლის შემდეგ თურქეთის ხელისუფლება აიძულებს მის მოკავშირეებს, რომ გაატარონ სამართლებრივი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, ვინც სავარაუდოდ არიან ფეთულა გულენის მხარდამჭერები. არსებობს სამხილი, რომ დაკავებულების უფლებები ირღვევა და მათ აწამებენ, რაც “საერთაშორისო ამნისტია” და ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა აღწერეს.
საერთაშორისო და საშინაო სამართლიდან გამომდინარე, საქართველო მოვალეა არ დააბრუნოს მოქალაქე იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს რისკი, რომ მას აწამაბენ, არასწორად მოეპყრობიან ან მისი უფლებები შესაძლებელია სერიოზულად დაირღვეს“ - ვკითხულობთ “საერთაშორისო ამნისტიის” განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის განთავისუფლების მოთხოვნით საქართველოში ვრცელდება პეტიცია, რომელსაც უკვე შეუერთდნენ ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებების ასობით კურსდამთავრებულები, ისინი დღეს ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლობენ.
ფეთულა გულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელი საქართველოში
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი
- სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, თბილისი
- სკოლა-ლიცეუმი სხივი, თბილისი
- ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისი
- შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავი
- დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, მარნეული
აკრედიტაცია შეუჩერდათ (2016-17)
- ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი
- რაფაედინ შაჰინის-ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ბათუმი
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები