მედია და სახელმწიფო თურქეთში
ფოტო: Official Publication
თურქეთის ქალაქი ანტალია საერთაშორისო მედია ფორუმს მასპინძლობს. ქვეყანა გასული წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მედია თავისუფლების შეზღუდვის კუთხით კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. 2016 წლის 15 ივლისიდან მოყოლებული ერდოღანის მთავრობამ 100-მდე ჟურნალისტი დააკავა. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ფრიდომ ჰაუსის შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში პრესის თავისუფლების მხრივ სიტუაცია ქვეყანაში საგრძნობლად გაუარესდა. ორგანიზაცია თურქეთს "არათავისუფალი" ქვეყნების სიაში ათავსებს.
თურქეთის კულტურის მინისტრი, რომელმაც ფორუმის დამსწრეებს სიტყვით მიმართა, ამბობს, რომ პროფესია არ ათავისუფლებს ჟურნალისტებს პასუხისმგებლობისგან. მან საერთაშორისო მედია დაადანაშაულა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.
"თურქული მედია [გადატრიალების გაშუქებისას] გმირულად მოიქცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ემუქრებოდნენ. ისინი დემოკრატიის მხარეზე დადგნენ. მათ ეუბნებოდნენ, რომ შეეძლოთ F16-ით დაებომბათ მათი მაუწყებლები. თურქულმა მედიამ ისტორია შექმნა დემოკრატიის მხარდაჭერის კუთხით. მაგრამ, გამოცემები როგორიცაა CNN-ის საერთაშორისო მაუწყებლობა, ბი-ბი-სი, ნიუ-იორკ თაიმსი, გარდიანი - რა გააკეთეს მათ? ისინი ახალისებდნენ გადატრიალების მხარდამჭერებს. მათ ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, რომ პრეზიდენტი ქვეყანას ტოვებდა და გერმანიაში მიდიოდა. იგივე გააკეთეს ონლაინ გამოცემებმა", - განაცხადა მან.
შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსთან განვითარებულ მოვლენებს, სადაც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის წევრები ხელჩართულ ჩხუბში ჩაებნენ საელჩოსთან მყოფ დემონსტრანტებთან, მინისტრმა უპასუხა, რომ დაცვას პრეზიდენტის უსაფრთხოება ევალებოდა და ეს სწორედ ამით იყო განპირობებული. მისი თქმით, ვაშინგტონში, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს წესრიგის დაცვა. მან კომენტარი თურქეთში ჟურნალისტების დაკავების ფაქტებზეც გააკეთა.
"რაც შეეხება იმ ჟურნალისტებს, რომელთა დაკავება მოხდა. არავის არ აქვს კანონის დარღვევის პრივილეგია... ძალადობისკენ მოწოდება და ტერორიზმთან კავშირი ყველა ქვეყანაში კრიმინალია", - ამბობს ნაბი ავჯე, თურქეთის კულტურის მინისტრი.
თურქეთში, 2016 წლის ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 150-მდე მედია გამოცემა, მათ შორის ტელევიზია, რადიო და ბეჭდური გამოცემები დაიხურა, ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის თქმით, დეკემბრისთვის 81 ჟურნალისტი იხდიდა სასჯელს, ხოლო თურქული ორგანიზაცია დამოუკიდებელ ჟურნალისტთა პლატფორმის თქმით, დააკავეს 145 ჟურნალისტი, მათ შორის საერთაშორისო გამოცემების კორესპონდენტებიც, რის შედეგადაც თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ჟურნალისტების დაკავების კუთხით. გადატრიალების მცდელობის შემდეგ 2 700-მდე მედია თანამშრომელმა სამსახური დაკარგა.
გამოწვევებზე და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის შესახებ ისაუბრა ასევე თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მეჰმეტ შიმშეკმა. მისი თქმით, თურქეთს სჭირდება კომუნიკაციის გაუმჯობესება დასავლეთთან, რათა დასავლური დედაქალაქების შეშფოთება შეამსუბუქოს.
"თურქეთმა უნდა მოახდინოს უკეთესი კომუნიკაცია მსოფლიოსთან, თურქეთს ბევრი ტრავმის გადატანა მოუხდა. ტერორიზმი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჩვენ უნდა ავუხსნათ მსოფლიოს, თუ რატომ აქვს თურქეთს საგანგებო მდგომარეობა, ეს ჩვენი არჩევანი არაა. რატომ ახდენს თურქეთი პოლიტიკურ წმენდას? ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქვს "ჩვენ უნდა ავუხსნათ ეს სხვებს და ასევე, რა თქმა უნდა გვქონდეს გამართული დამცავი ინსტიტუტები, რათა გლობალურ შეშფოთებას პასუხი გავცეთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქმედებები გამართლებულია, ჩვენ ამის უკეთ კომუნიკაცია გვჭირდება, - ამბობს პრემიერ-მინისტრის მოადგილე მეჰმეტ შიმშეკი.
მან აღნიშნა, რომ თურქეთმა უნდა გააგრძელოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად გაფართოების საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკისა, გააძლიეროს ინსტიტუტები და გაატაროს რეფორმები.
"მე შემიძლია თურქეთი ერთი წინადადებით შევაჯამო: რეალობა უკეთესია ვიდრე წარმოდგენა. თუმცა არც ისე კარგი, როგორც ჩვენ ვისურვებდით", - აღნიშნა შიმშეკმა.
მან ასევე თურქეთის და აშშ-ის ურთიერთობის საკითხზეც ისაუბრა.
"ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელსაც საკონსტიტუციო სამართლის განათლება ჰქონდა, ახლა კი სათავეში ბიზნესის გამოცდილების მქონე ლიდერია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თანამშრომლობა უკეთესი იქნება. ჩვენ ამერიკასთან პროდუქტიული კავშირები გვაქვს, რა თქმა უნდა არის პრობლემებიც. ჩვენ ამერიკას ვაკრიტიკებდით მათი მხრიდან სირიაში გრძელვადიანი პოლიტიკის არქონის გამო, თუმცა ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, -განაცხადა მან.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები