ყველაფერი რაც დარია დუგინაზე და მის აფეთქებაზე ვიცით
დარია დუგინას მანქანის აფეთქებამ და სიკვდილმა სპეკულაციების ახალი ტალღა გამოიწვია. საზოგადოებისთვის ნაწილისთვის უცნობია მისი მოღვაწეობა, სიკვდილზე კი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთმა უკრაინა მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულა. ოფიციალურმა კიევმა ბრალდებები იმავე დღეს უარყო.
- რამდენიმე საათში კი დუმას ყოფილმა დეპუტატმა თქვა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსულმა დაჯგუფებამ აიღო.
ვინ არის დარია დუგინა: ის პუტინის მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილია და ბოლო წლებში მამის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ მიიჩნეოდა.
- როგორც Meduza წერს, დუგინა დამოუკიდებელი "პოლიტოლოგისა" და პუბლიცისტის როლს ითავსებდა, ფსევდონიმით პლატონოვა.
- არაერთხელ გამოჩნდა რუსულ სამთავრობო მედიაში, სადაც პროსახელისუფლებო შეხედულებებს ავრცელებდა, აკრიტიკებდა დასავლეთს და უკრაინაში შეჭრას უჭერდა მხარს.
- 2021 წელს, რუსულ პირველ არხის გადაცემაში, რომელიც საომარი ისტერიის გაზრდას ემსახურებოდა, უკრაინას სანიტარული კორიდორი უწოდა, რომელიც "რუსეთს ევროპისგან აშორებს".
უკრაინაში შეჭრას დუგინამ საჯაროდ დაუჭირა მხარი და ტელეგრამის არხზე რუსეთის დიდებაზე იმპერიალისტური შინაარსის პოსტი გამოქვეყნა.
- ის ორჯერ მოხვდა დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სანქცირებულთა სიაში, რაზეც თქვა: "მათ უკეთესი ვერავინ იპოვეს და მე, რიგითი ჟურნალისტი შემიყვანეს, რომელსაც ქონება არ აქვს".
- ბრიტანეთის ხელისუფლებამ მისი დასანქცირება იმით ახსნა, რომ ხშირად ავრცელებდა დეზინფორმაციას, ხელს უწყობდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და ქმედებებს, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას უთხრის ძირს.
- ივნისის შუა რიცხვებში ის აზოვსტალის ქარხანას ეწვია და პროპაგანდისტული რეპორტაჟი მოამზადა.
- თავის ბოლო მოხსენებაში კი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბუჩას მკვლელობები დადგმული იყო.
თანამშრომლობდა გამომცემლობასთან, რომელსაც შემოდგომაზე "წიგნი Z" უნდა გამოეცა — მეგობრობდა მის დამფუძნებელთანაც.
- გამოცემის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ წიგნში ომის მონაწილეებისა და თვითმხილველების მიერ მოთხრობილი ამბები უნდა შესულიყო.
- ამ ისტორიების დაწერას სხვებთან ერთად, აპირებდა დუგინაც — 21 აგვისტოს გამომცემლობამ განაცხადა, რომ მას მასალა მალე უნდა წარედგინა.
- ახლა ისინი დუგინას სტატიაზე დაფუძნებული ტექსტის გამოქვეყნებას აპირებენ და ამბობენ, რომ პუბლიკაციას მას მიუძღვნიან.
დუგინი და დუგინა: Meduza-სთან დუგინას ნაცნობი აღნიშნავს, რომ ადრე მას მამის გავლენა არ ჰქონია და "ძნელი იყო თქმა, რომ მისი ქალიშვილი იყო" — საპირისპიროს ამბობს საქმიანობა.
- დუგინა საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის აქტივისტი და მამის აქტიური მხარდამჭერი იყო.
- ასევე, მასალებს ამზადებდა მამის ვებგვერდისთვისაც, სადაც პრესმდივნის სახელით იყო მოხსენიებული.
- "დიდი პატივია, ვიყო მამაჩემის შვილი და გავაგრელო მისი ბრძოლა", — ამბობდა დუგინა.
რა ვიცით აფეთქებაზე: მედიების ცნობით, დუგინა იმ საღამოს მამასთან ერთდ "საოჯახო ფესტივალზე" იმყოფებოდა.
- თვითმხილველების თქმით, თავად დუგინი ადგილის დატოვებას იმავე მანქანით აპირებდა, თუმცა ბოლო მომენტში სხვა ავტომობილში გადავიდა.
- როგორც TASS მეგობარზე დაყრდნობით წერდა, აფეთქების რეალური სამიზნე ალექსანდრ დუგინი იყო და მანქანაც მას ეკუთვნოდა.
- იმავეს ამბობდა რუსული მოძრაობა ჰორიზონტის ხელმძღვანელი, ანდრეი კრასნოვი, თუმცა მოგვიანებით სხვა რუსულმა მედიებმა დაწერეს, რომ მანქანა დარია დუგინას მფლობელობაში იყო.
- გამომძიებლების განცხადებით, მანქანის სავარძლის ძირზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული და ის დისტანციურად ააფეთქეს
- პროკრემლისტური მედიები დანაშაულს ტერორისტულ თავდასხმას უწოდებენ.
FSB ამტკიცებს, რომ დუგინას საქმე გახსნეს და მკვლელობას უკრაინის სპეცსამსახურებს აბრალებს.
- მათი თქმით, დანაშაული უკრაინელმა ქალმა ჩაიდინა, რომელიც რუსეთში 23 ივლისს 12 წლის შვილთან ერთად ჩავიდა და იმავე ბინაში ცხოვრობდა, სადაც დუგინა.
- უწყება ამტკიცებს, რომ ქალი ინფორმაციას აგროვებდა და შვილთან ერთად იმავე ფესტივალს ესწრებოდა, რომელსაც დაღუპული.
- მათივე მტკიცებით, ფესტივალის დასრულების შემდეგ უკრაინელმა ქალმა მანქანა ააფეთქა და შვილთან ერთად ტერიტორია დატოვა.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები