ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი 2022 დაიწყო — რას სთავაზობს ის მოსწავლეებს
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს.
ბანაკი 7 აგვისტოს გაიხსნა და მასში მონაწილეობს კონკურსით შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 75 მოსწავლე მთელი საქართველოდან. მათ პროექტის ფარგლებში სრულად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
8 დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღებენ საწყის ცოდნას ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომ დაეხმარებათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.
ასევე, 8 დღის განმავლობაში მოსწავლეები:
- იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე;
- მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე;
- გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში;
- ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს;
- მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში.
ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. წელს მონაწილეობის სურვილი 2 000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა და მათი აპლიკაციების განხილვის საფუძველზე 150 მონაწილე შეირჩა.
რეგიონების მიხედვით მონაწილეები ასე განაწილდნენ:
- თბილისი — 30
- კახეთი — 20
- შიდა ქართლი და მცხეთა-თიანეთი — 10
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 20
- აჭარა — 20
- სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი — 10
- იმერეთი — 20
- გურია — 10
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 10
როგორც ვთქვით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ავთანდილ მღებრიშვილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს და სალომე ნაფეტვარიძეს, GITA-ს სტრატეგიული განვითარების პროექტების მენეჯერს.
ბატონო ავთო, ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი რამდენიმე წელია, ხორციელდება ილიაუნის და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. როგორია დინამიკა წლიდან წლამდე?
აღნიშნული ბანაკის განხორციელება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019 წლიდან დაიწყო.
მაშინაც პირველი ბანაკი განკუთვნილი იყო მოსწავლეებისთის. მივიღეთ 1 300-მდე აპლიკაცია და შევარჩიეთ ჯამში 100 მონაწილე საქართველოს ყველა რეგიონიდან. მოგვიანებით კი ამას მოჰყვა სტუდენტური და სტარტაპების ბანაკებიც. ბანაკების სერიების გაგრძელებას ხელი შეუშალა 2020 წლის პანდემიურმა მდგომარეობამ და ორწლიანი პაუზა გამოგვივიდა. თუმცა, წელს მოგვეცა შანსი, განგვეახლებინა პროექტი და ამ ეტაპზე აგვისტო-სექტემბრის თვეში ორ ნაკადად (პირველი ნაკადი: 6-13 აგვისტო; მეორე ნაკადი: 31 აგვისტო-7 სექტემბერი) ქალაქ ბათუმში ჩატარდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი მოსწავლეებისთვის.
ამის შემდგომ, შემოდგომით, კვლავ არის დაგეგმილი 2 სტუდენტური ბანაკი.
ვიმედოვნებთ, საშუალება გვექნება, გავაგრძელოთ ბანაკის სერიები, მეტ ადამიანს მივცეთ მონაწილეობის შესაძლებლობა და დავეხმაროთ STEAM-ის მიმართულებით ინფორმაციის მიღებაში.
წლევანდელ კონკურსში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მსურველი იყო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. როგორ შეარჩიეთ სკოლის მოსწავლეები?
ბანაკის გადარჩევის პროცესი ნამდვილად რთული აღმოჩნდა. ბანაკში მონაწილეობის მსურველთა 2 000-ზე მეტი აპლიკაცია მივიღეთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თითქმის 1 კვირის განმავლობაში ხდებოდა აპლიკაციების გადარჩევა. აპლიკაციების განხილვის საფუძველზე ორივე ნაკადისთვის ჯამში 150 მონაწილე შევარჩიეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
გადარჩევის პროცესში ყურადღება ექცეოდა ბანაკის მთავარ მიზანს, რომელიც მოიაზრებდა STEAM მიმართულების პოპულარიზაციასა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
ბევრი საინტერესო აპლიკაცია წავიკითხეთ მოტივაციაზე, საკუთარი თავის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. სწორედ ამიტომ, უპირატესობა მივანიჭეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იდგამენ ფეხს STEAM-ის მიმართულებით და სჭირდებათ ჩვენი დახმარება საკუთარი უნარების აღმოჩენასა და კარიერის დაგეგმვაში.
ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის დასრულების შემდეგ რა უნარ-ჩვევებს იძენს და იუმჯობესებს სკოლის მოსწავლე?
როგორც მოგეხსენებათ, ბანაკის მიზანია STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა) დარგების პოპულარიზაცია მოსწავლეებში. ერთკვირიანი ბანაკის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ბანაკი დატვირთული იქნება საინტერესო ტრენინგებით, ლექციებით, ექსპერიმენტებითა და შეჯიბრებებით.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პრაქტიკულ ლექციებში, გაიღრმაონ ცოდნა რობოტიქსის, ხელოვნური ინტელექტის, დრონების, სამოქალაქო ინჟინერიის, დიზაინის, ბიოქიმიისა და ასტროფიზიკის მიმართულებით. ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს ლექციებსა და ტრენინგებს ჩაუტარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული ლექტორები. ტრენინგების ჩატარების გარდა მომხსენებლები მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რაც მათ უკეთ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და სამომავლო პროფესიის არჩევაში.
ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ტარდება. რომელია ორგანიზაციებია ჩართული და რა როლი აქვთ მათ?
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს.
ქალბატონო სალომე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დიდ ყურადღებას უთმობს სკოლის მოსწავლეებს. მომავლის პროფესიების შერჩევაში რა როლი უკავია სააგენტოს?
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თავისი მანდატის ფარგლებში ხელს უწყობს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ ამავე მიზნის მისაღწევად არსებითად მნიშვნელოვანია ახალი თაობის ჩართულობა ტექნოლოგიებსა და, ზოგადად, მომავლის პროფესიებში, ჩვენც აქტიურად ვფოკუსირდებით მათ გადამზადებაზე. ვფიქრობთ, რომ GITA-ის ინიციატივები დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდების კარიერული განვითარების გზის შერჩევაზე, რაზეც ჩვენი ბენეფიციარების წარმატების ისტორიებიც მეტყველებს.
რა იყო მსგავსი ინოვაციური და ტექნოლოგიების ბანაკის შექმნის ძირითადი მოტივი?
მსოფლიო ბანკის GENIE (Georgian National Innovation Ecosystem) პროექტის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი 2019 წლიდან ტარდება. სკოლის მოსწავლეებში STEAM დარგების პოპულარიზაციის საჭიროება გახდა მთავარი მიზეზი, რის გარშემოც ჩამოყალიბდა აღნიშნული პროგრამა. ინიციატივის მიზანია მოსწავლეებში ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, ბანაკის შექმნა ემსახურება სტუდენტების პროფესიული არჩევანისა და არაფორმალური ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას.
რაში დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი?
ბანაკი დაეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ინტერესების განვითარებაში, არამედ ახალი ინტერესების აღმოჩენაშიც. ის უნიკალური და განსხვავებული გარემო, რომელიც GITA-ის ბანაკებს ახასიათებს, აერთიანებს განათლებას და ახალ გამოწვევებს ერთ სივრცეში, რაც საგრძნობლად ზრდის სტიმულსა და ინტერესს მოსწავლეებში. დაგეგმილი აქტივობები მაქსიმალურადაა მიმართული მოსწავლეების მეტი ინტერაქციისკენ და მათი ინტერესის გაზრდისკენ მომავლის პროფესიებში. აქვე, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ლექციები აღნიშნული დარგების პროფესიონალებისგან, რაც მათი პიროვნული და პროფესიული წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ერთკვირიანი ბანაკი მოსწავლეებს დაეხმარება, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიების სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს და აღმოაჩინონ განსხვავებული პრაქტიკები. ცნობისმოყვარე ახალგაზრდები პროგრამის განმავლობაში ბათუმში მოიყრიან თავს და გაცვლიან თავიანთ იდეებს. საბოლოოდ კი, მიღებული გამოცდილება დიდ როლს ითამაშებს მათი პროფესიის შერჩევაში და ვიმედოვნებთ, კიდევ უფრო მეტ პროფესიონალს შეიძენს ჩვენი ტექნოლოგიური საზოგადოება.
დაბოლოს, გეგმავს თუ არა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მომავალში მსგავსი პროექტების განხორციელებას?
სააგენტო სრულად იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას ამ სფეროში და იმ მნიშვნელობას რომელიც ამ პროექტებს თან ახლავს. ყოველწლიური ინტერესის ზრდა აჩვენებს, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური და ინოვაციური ბანაკის არსებობა, აქედან გამომდინარე, GITA უწყვეტ რეჟიმში განაგრძნობს სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერას და მომავალშიც სხვადასხვა ფორმატის აქტივობებს შესთავაზებს ამ ასაკობრივ ჯგუფს.
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
კომენტარები