არა ფობიას: Kiwi-ში მომხდარ ინციდენტში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები იკვეთება
ფოტო: კაფე Kiwi
სამოქალაქო პლატფორმა - არა ფობიას ვეგანურ კაფე Kiwi-ში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და განმარტავს, რომ ბოლო დროს აგრესიული ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების ქმედებებს სამართალდამცავი ორგანოები ირიბად ახალისებენ, რადგან ასეთ ინციდენტებს არასაკმარისი რეაგირება და სრული გულგრილობა მოჰყვება ხოლმე:
"თავდაპირველად პოლიცია მხოლოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობისთვის უცნობი წინასაგამოძიებო მოქმედებებით შემოიფარგლა, თუმცა მედიასა და სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხმაურებების შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ, ტრადიციისამებრ ცემის მუხლით. გამოძიებას კვლავ არ გამოუყენებია სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილი, მაშინ, როდესაც სახეზეა სიძულვილის აშკარა მოტივი".
სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 2016 წლის 26 მაისს ულტრანაციონალისტური მოძრაობის მარშის ვიდეოს გავრცელება მიანიშნებს ამგვარი ჯგუფების გაძლიერებასა და მათგან მომდინარე აგრესიული ქმედებების საშიშროებაზე განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ.
არა ფობიას განმარტავს, რომ არაერთხელ მიმართა შსს-ს და მოითხოვა დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება, თუმცა უშედეგოდ:
"კიდევ ერთხელ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს აგრესიული დაჯგუფებების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებებს სიძულვილი და შეუწყნარებლობა აქვს მოტივად".
სამოქალაქო პლატფორმას ასევე აუცილებლად მიაჩნია, ყოველ შესაბამის შემთხვევაში, შს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბერის N47 მითითების მიხედვით, გამოძიებამ, დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილის (სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის) ნიშნების არსებობის შესახებ.
29 მაისს თბილისში, ვეგანურ კაფე Kiwi-ში, რამდენიმე პირი შეიჭრა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულში კივის თანამშრომლები ულტრანაციონალისტური გაერთიანებას ადანაშაულებენ, თუმცა გაერთიანების წევრმა On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ კივისთან არანაირი კავშირი არ აქვთ და არც რაიმე იდეოლოგიური პროტესტი გააჩნიათ ვეგანების მიმართ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები